ხსოვნა ტკბილად მგალობელს
განგვანათლებს სხივით ნათლის...
მარადიულ სიხარულში
ინეტარებს სული მართლის,
რა ედაროს იმ სიხარულს
ოდეს მამა შვილად ჩაგთვლის?...
სურნელებას ია-იის
ცას შესწირავს მიწა ქართლის...
უკვდავება არის მათი
სანატრელი მისამართი.