საკვირველებავ ცისა და ქვეყნის,
მარად ელვებრი ნათლით მკრთომელო,
უკვდავებასთან განგებით შეყრილს
დიდება გშვენის, მიუწვდომელო...
მარადიულო სიმღერავ სულის,
უხილავ მადლით გვირგვინოსანო...
ნუგეშმცემელად ზეცად წასული
ჰგალობ მაღალთა შინა – „ოსანა“,