შენ სიცოცხლის სილამაზევ,
მშვენიერო თეთრო მტრედო, –
ნუგეშინისმცემლის ხატო,
სულის ლხენავ და იმედო.
სიხარულთან მყოფელი ხარ,
მარტოდ მყოფი არ ხარ ობლად,
თქვი საიდან მოფრენილხარ
ჩემი სულის მახარობლად.
ხან კამარას შეჰკრავ ცაში,
ხან გოგმანით იარები...
ნათელი ხარ, ნათელფერობ
სინათლესთან ზიარებით.