დრო თუ ახალი სიცოცხლით ავსებს,
სულში წარსულის ნაღველიც წვეთავს,
წლები მიემსხვრა გრანიტის ფრთაზე...
რა აღარ ახსოვთ მასა
და მცხეთას.
გადუტანია ბევრი ვაება,
გადაიარა ტკივილმა გულზე...
დგას სანატრელი, ვით უკვდავება
და საქართველოს მომავალს უმზერს.