მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

პ ო ე ზ ი ა

 

მეუფე თადეოზი (იორამაშვილი)

 

ლოცვა მუხლმოყრით

 

ყოვლად კეთილო და სახიერო,
დიდება შენდა ღმერთო ძლიერო...
შენი სიკეთის, შენი სიკეთის
ვინ გადიხადოს სამაგიერო?

დიდება ·შენდა ღმერთო ძლიერო,
დიდება შენდა ღმერთო ძლიერო...


თვალშეუდგამი ნათლით ბრწყინავ შენ,
ვძრწი უღირსების ჩემისა გამო...
ვით წარმოვდგები მე შენს წინაშე
ჩემი მზის დასვლის როს დგეს საღამო?
ცხოვრება ჩემი სავსეა ბიწით
და არაფერი არ მიჩნს საამო.


ნეტარ არს, ვინაც განსწმიდა სული,
ცრემლით, ვედრებით ღამისმთეველი,
ვინც წინ აღუღგა საკუთარ სურვილს,
ამაოების არ მიმთნეველი
და აღავლინა ლოცვა უმანკო
ტკბილსასურველი, ვით საკმეველი.

 

გამოუთქმელი საკვირველების,
მიუწვდოვლობის, ყოველივესი..·
სიბრძნის, სიკეთის, სახიერების -
შენ ხარ მიზეზი.
შენ ხარ მიზეზი...

 

შენ გევედრები ყოვლად ცოდვილი,

ქედდადრეკილი, მუხლმოყრით ესე:
ნუ თანაწარმწყმედ ცოდვათა ჩემთა,
გულდამძიმებულს საწუთროს შხამით


და დაუშრეტელ ცეცხლის დამშრეტად
მომმადლე ცრემლი დღითა და ღამით...
ვინც მვედრებელთა ვედრებას ისმენ -
მარადიული ტანჯვისგან მიხსენ.


I974 წელი.