ისევ გაბრწყინდა საღმრთო ქვეყანა
შვიდი სინათლით და შვიდი ფერით...
არვის შეხვდება ჯერ პირველ ხანად
აღტაცებათა ტაშით იბერი.
ჟამი გამოსცდის ყველაფერს მართალს
და ჰარმონიად შეჰკრავს ქაოსებს,
შეწყდება ქროლვა სიკვდილის ქართა,
მძლე იმედებად – საიქაოზე.