მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

პ ო ე ზ ი ა

 

მეუფე თადეოზი (იორამაშვილი)

 

ბავშვები

 

ყველა ბავშვის ტირილი გულზე ეკლად მესობა –
რა სჯობია მათ ჭიკჭიკს, დარის უკეთესობას?!..
მოეფერეთ პატარებს, თბილი გული უჩვენეთ,
უხვად სძღვნიდეთ ტკბილეულს, ხილეულს და ჩურჩხელებს.

 

გაიზრდება პატარა ერის დიდი ბურჯივით,
ოღონდ უხვად დაბერტყეთ მადლის დიდი ხურჯინი…
ხასიათის გაწვრთნა სჯობს, ჭირვეული თუ არი.
მათ ხვეწნაზეც, ხან "ჰო" სჯობს და ხან კიდევ უარი.”