მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

პ ო ე ზ ი ა

 

მეუფე თადეოზი (იორამაშვილი)

 

ასე იწყება ზაფხულის დღე


ასე იწყება ზაფხულის დღე –
ბულბულის სტვენით,
ყველა სულდგმული შენ გიგალობს
კურთხეულ ენით,
დიდება შენდა შემოქმედო -
ცით მადლის ფენით,
აღგვავსებს მძლავრი სიყვარულის
მარადი რწმენით,


როგორც ბუნება ანგელოზთა –
ცეცხლოვან ალის, –.
მარად ზე სწრაფვით ცად მიილტვის
ღვთაებრივ ძალით,
ნეტარ ხილვათა; ჩვენც მოგვმადლე,
გვედრით, ო, კრძალვით
სიმშვენიერის შენის განცდა გონების თვალით.


ვინ რა შესწიროს საკადრისი დიდებას შენსას
ყოვლისმპყრობელო, – ყოველივე
ბრძანდები როცა?
ვითა ყვავილი ადიდებს და შეჰხარის მზესა
ეგრეთ შენ ზრუნვას ნუ მოაკლებ შენივ ხის რტოსა.