ჭიხვინებენ ცხენები, ჩვენ არ მოგვესვენება
ქართველები გახლავართ, კარგად მოგეხსენებათ;
ისტორიის შარაზე მტვერზე ბევრი მტერია,
კარი მტკიცედ ჩარაზეთ, ყოფნა მით გიწერიათ.
ბრძოლამ, თავის განწირვამ ანთო სულის კანდელი,
თუმცა ბედის დაცინვას მოჰგავს დღე დღევანდელი,
მაგრამ გესმის რას გალობს? რაზედ მოგიწყენია?
აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია.
ჭიხვინებენ ცხენები, ჩვენ არ მოგვესვენება
ქართველები გახლავართ, კარგად მოგეხსენებათ;
ღმერთო შენ გაუნათე ერს სიცოცხლის მიზანი,
და უმრავლე ჩვენს მამულს ლეკვნი ალგეთისანი!