შენ ხარ ჩემი მზე და ჩემი სიხარული,
შენი მზე მათბობს და მიჩრდილებს ჩერო,
ჩემო წმიდა ხატო, რწმენავ, სიყვარულო,
ტკბილო სალოცავო – მამულო ჩემო.
შეხე შენს იარებს რა გზებით იარე.
მაინც არ გატყდი და სიმაღლეს ჩემობ.
სიმღერით ირჩენდი ნახმლევ-ნატყვიარებს,
იმედით ცოცხლობდი - მამულო ჩემო.
დღე იყო დარით თუ ავდარით დამთვრალი,
სუსხი იანვრისა, თუ ხვატი მკათათვის, –
აკვანში გეწვინა ბევრი მზე და მთვარე,
ნანას ღიღინებღი ცეცხლოვან ყრმათათვის..
1973 წ.