სხეული ჩემი იგლოვე სულო,
ჩამოიცილე ცოდვანი მძიმე.
ო, სიხარული თუკი გსურს სრული, -
ჭეშმარიტების მიენდე იმედს.
იყავ მარტივი მარად და მარად
და ცრუ დიდების ნურარა გინდა.
ჭეშმარიტება გექნება ფარად
და სიზმრებშიაც დარჩები წმიდა.
თორეშ... განკითხვის დღე გელის შენაც
ცოდვილთა რისხვა, საშინელება.··
და თუ მაღალმა დაგკარგა რწმენამ,
უსასოდ შთენილს რა გეშველება?...
22.11.I973 წელი.