ყაყაჩოსა სიწითლითა ყანა დაუმშვენებია,
მიხაკი რომ დაუნახავს, გზაზე გაუჩერებია.
რა ხანია შენ დაგეძებ, თუ კაცი ხარ ერთი ბრძანე -
ბაღნარიდან თვითონ წადი, თუ პანღურით მიგაბრძანეს.
დაჩაგრული კაცის ბედი, რომ გაწუხებს კარგი კია,
მაგრამ ისე მეკითხები, თითქოს არა გაგიგია.
პანღურით რომ გამაძევეთ, შენ გგონია დამავიწდა?
წავედი და მადლობა ღმერთს ინტრიგები ცოტა მიწყდა.
ხოდა ახლა რუსეთში ვარ,
მტრებს გულებზე ეკალს ვასობ,
რაც ვიყავი ისევ ის ვარ,
ოღონდ ღერი თუმნად ვფასობ.
ეს რა მესმის, ეს რა მესმის,
მადლობა ღმერთს, მოვესწარით ასეთ ბოლოს,
რომ დაფასდა შენი ნიჭი
და კეთილმა სძლია ბოროტს.
ყველას უნდა გვაპატიო,
გულში ცუდი არ გვდებია,
საქართველოს ფარგლებს გარეთ,
ეს რა ფასი დასდებია?
კაციც ბევრჯერ ყვავილივით მოგვითხრია, გაგვიგდია,
მერე როცა სხვის მიწაზე მისი ქება გაგვიგია,
ურცხვად გვითქვამს, ჩვენ გავზარდეთ,
რა კაცია, რა დიდია!