მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

პ ო ე ზ ი ა

 

თენგიზ ჩანტლაძე

 

ბიოგრაფია

 

თენგიზ ჩანტლაძე (5 ივნისი, 1933 — 7 სექტემბერი, 1988) — ქართველი მსახიობი, საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი (1976) და საქართველოს სახალხო არტისტი (1982).

 

თენგიზ ჩანტლაძემ 1958 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. 1957 წლიდან კონფერენსიედ მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის ესტრადაზე. 1960–1961 წლებში იგი მოღვაწეობდა კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ დრამატულ თეატრში. 1962 წელს ჩანტლაძემ ფილარმონიასთან დააარსა მინიატიურების თეატრი, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელიც, დირექტორიც და წამყვანი მსახიობიც თვითონ ჩანტლაძე იყო. 1975 წელს მისი ინიციატივით დასი სახელმწიფო ფილარმონიას გამოეყო და დამოუკიდებელ სახელმწიფო თეატრად გარდაიქმნა. თენგიზ ჩანტლაძე 1988 წლის 7 სექტემბერს თეატრში გულის შეტევით გარდაიცვალა. მის მიერ შესრულებული როლებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია: ლუარსაბ თათქარიძე, მილიციის უფროსი გვარამია, ვანო ხიმშიაშვილი და სხვა.

 

ფილმოგრაფია:
1972: „მხიარული რომანი“ (პოლიციელი) რეჟ. ლევან ხოტივარი
1981: „გამოაღეთ ფანჯრები“ (ლეუშა) რეჟ. დევი აბაშიძე
1985: „ერთ პატარა ქალაქში“ (ვახტანგ მებუკე) რეჟ. გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე
1989: „ლუარსაბ თათქარიძე“ (ლუარსაბ თათქარიძე) რეჟ. ალექსანდრე (ალეკო) ნინუა