მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

პ ო ე ზ ი ა

 

ნიკო გომელაური

 

ვისაც უნდა

ვისაც უნდა, რომ არ ჰგავდეს ფალოსს, 
ფალოსი კი მიუგავდეს პალოს,
ამ ნომერზე დაურეკოს კარლოს, 
საბითუმო ტარიფებით წამლობს!

ვისაც უნდა სუფთა ბინა,
სახინკლედ ან ოფისად,
ვაქირავებ, მქვია თინა,
ოღონდ შიგ არ მომიფსათ.

პარტიაა შემოსული,
გერმანული კაფელის,
გვაქვს სხვადასხვა სახეობა,
ყოვლად გამძლე ტაფების,

ხარისხია უმაღლესი
- პასუხს ვაგებთ ამაზე,
გელით, ფირმა ”აფერისტი”
ქობულეთის აღმართზე.

გინდა ზედა, გინდა ქვედა,
მასაჟი და კასმეტიკა
სალონია ”ქართლის დედა”
იქ იკითხეთ ავეტიკა.

დიდო ბებო, მოგილოცავთ,
შვილთაშვილის შეძენას!
გაიხარე, მას შენსავით,
სახელს ვარქმევთ ენძელას.

შვილიშვილები: მაყვალა, ბორია, 
და მეზობელი ვარდო ლორია.
ანტიკვარული დავკარგე ჩამჩა, 
ძვირფასი ქვებით და ოქროს ტარით.

მგონი, ”დელისის” მეტროში დამრჩა, 
დასაჩუქრდება მპოვნელი ლარით!
თეთრი მაგია, მაგია შავი.
ვისაც კი ორი აბია თავი,

გასვლა ასტრალში, მომავლის ჭვრეტა…
დაგეხმარებათ ცალთვალა სვეტა.
პლასტიკური საოცრება
ამბროსოვის კლინიკაში!

ტანი თუ გსურს საოცნებო,
გელოდებით იმ კვირაში.
გულნატკენი არ დარჩები,
გაღებული შენ თანხებით

ათასი ღირს სახე, მხრები.
ბაყვი, ძუძუ - შეთანხმებით.