…რა უცნაური დადგა დროება
აცდენილია ხმა და ტკივილი
გუგუნს როგორ ჰგავს ეს მყუდროება
დუმილს როგორ ჰგავს ჩემი კივილი…
…
რამდენი ვინმე ჩაგიყლაპია ზღვაო!..
დაუღალავად,ხშირი ტალღებით ხვნეში.
გაუმაძღარო, ალერსიანო ძმაო,,
რაღაც უმსგავსო მსგავსება არის ჩვენში…
…
ქალის არ მესმის
(ვბორგავ და ვხვნეში)…
რამდენი გესლი
მქონია ნეკნში…
…
თუ ნაზად უცქერს
არტისტი სარკეს,
იქ მხოლოდ
თავის სიმცირეს არკვევს.
ხალხი კი არტისტს
მაშინ მიჰყვება,
როცა ის
ღრუბლებს ეარშიყება
…
ზღვამ გადაყლაპა მზე,
შეიგრძნო მისი ეშხი…
როგორც შენ ერთხელ მე,
შემომიტყუე შენში…
….
რა სონეტი, ან რაღა დროს მიძღვნებია?!
დაგვანებონ, თავია თუ თავები;
ოცნებები, ცნებებივით ირღვევიან,
უსასრულო დასასრულში გავები….
მე რა ვიცი, რა წებოთი გავამრთელო?!..
მე რა ვიცი, დავუჯერო ვის ზრახვებს?!..
დაველოდოთ, გასულია საქართველო
და რომ მოვა, თვითონ გამოგვიძახებს…
….