შორს მჭვრეტელი ანგარიშით,
ქალი სახლში წამომყვა,
შემდეგ ამას, ნაჩქარევი
ქორწინებაც თან მოჰყვა.
მაგრამ მალე გაუცრუვდა -
რისიც ჰქონდა იმედი.
მასთან ერთად მისტიროდა
ამას ჩემი სიდედრი.
მე ხომ სიყვარულის გარდა,
სხვას ვერაფერს ვაძლევდი.
გთხოვ, ნუ განსჯი, შენც უფულოდ,
აბა რამდენს გაძლებდი.
მითუმეტეს, როცა ირგვლივ
ამდენია ცდუნება,
- ჩემს გახეულ ჯიბის მნახველს
წაგიხდება გუნება.
მალე გაქრა სიყვარული
(უფრო სწორად ცალმხრივად)
და მას ახლა სხვა ჰყავს უკვე,
აი, ასე მარტივად.
ალბათ ის ვინც უკეთესად
გააძღობს და აცხოვრებს.
მე კი, ისევ მხრებს ვუჩეჩავ,
ხელგამოწვდილ მათხოვრებს.
მიხარია სიარული, ფეხით,
შვილებს ვფიცავარ.
- ასე უფრო უკეთ ვხვდები,
პოეტი თუ ვინცა ვარ.
რა კარგია, როცა ცხოვრობ,
არ აგროვებ ქონებას.
ზოგს კი ხედავ რას უშვრება
- აკარგვინებს გონებას.
და სიყვარულს გასაყიდად,
თითქოს ნივთსო გაჰკიდებს,
თუმცა რაა გასაკვირი,
იესო თუ გაჰყიდეს.
მე კი, ისევ ვეძებ ყველგან,
არარსებულ სიყვარულს,
ვინც სეტყვაშიც არ მოიწყენს
ჩემთან ერთად სიარულს.
მე გავექცე წარსულს მინდა,
ამისთვის რას არ ვშვრები,
მაგრამ, რაღაც სიგიჟემდე,
მენატრება ბავშვები.