მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

პ ო ე ზ ი ა

 

ნიკო გომელაური

 

რატომ არის ყრუ დროება


,,რატომ არის ყრუ დროება,
რატომ არის ბრმა და მუნჯი?
სასაფლაოს მყუდროება
- მარმარილო, მიწა, თუჯი.

ყვავილებით შენაფერი
ბინა ყველა გარდასულის,
აქ ისვენებს ყველაფერი,
ყველაფერი გარდა სულის.

სული დაჰქრის, სული ბორგავს
უსასრულოდ სული იბრძვის.
დღე და ღამე ცდილობს პოვნას
უტყუარი, სრული სიბრძნის.

ქურდს არ იცავს აქ ვექილი,
აპატიეს, რაც უვლია.
აქ დინჯი და გაქექილი,
ყველა ერთად დაცულია.

აქ ყველა სულს სევდა სტოვებს, 
აღარ დასდევთ თან დემონი.
უკვე მორჩა, უკვე ჰპოვეს
უკვდავების პანთეონი.”