მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

პ ო ე ზ ი ა

 

ნიკო გომელაური

 

მოიწყინა ქვეყანამ

მოიწყინა ქვეყანამ,
უკვე კარგა ხანია .
სიმართლის მთქმელს ვერ ნახავ, 
ვეღარც კარგი ბანია .

ვეღარ გაგვირჩევია
უცნობი და ნაცნობი …
მომავალი ჩვენია
- მომავალი ღვარცოფი …

მომავალი მეხია ,
მომავალი გვალვაა !
მუმლი გადაგვეხვია
წინ ჩირგვებში მალვაა …

ჭკუა აღმართს ვერა ხნავს ,
ბრბოს მაგივრად მრცხვენია …
და ამ ჩემს კარგ ქვეყანას
მაზედ მოუწყენია ….

….