მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

პ ო ე ზ ი ა

 

ნიკო გომელაური

 

მითხარით ენა ამის ბადალი

“საროჩკა”, “ნასკი”, “კრაოტი”, “პოლი” -
მართლაც რომ ქართველს არა ჰყავს ტოლი.

“კუხნა”, “ბალკონი”, “ზალა”, “პადვალი”
- მითხარით ენა ამის ბადალი.

“პესოკი”, “სუმკა”, “ტუფლი”, “იუბკა”.
“რომელი გოდა ხარ?” - “თხუთმეტი სუტკა”

“მოვპარე სპიჩკა

- მაქვს ეს პრივიჩკა”


“ლამპოჩკა”, “ჩაინიკი”, “კრაოტი”, “სტოლი”
- ამბიცია ულევია, ინტელექტი ნოლი

“შოფერი”, “მატორი”, “პაკრიშკა”, “ლიჟები”.
- საბა და ილია - “იმენა” გიჟები.