მიდი-მოდიან ჩვენი ქალები,
როდესაც ვუცქერ, ვერ ვმალავ ხარხარს.
ცხოვრებით მუდამ განაწვალები,
ხან რას სჩადიან, საწყლები, ხან რას.
დიდი ფული ღირს ფეხების ქნევა,
ვიღაცა ამას ეძახის ,,კანკანს.”
მე მივარდება მაღალი წნევა,
რომ ვხედავ მათი გავების კანკალს.
ამ ფულით ერთმა დალაშქრა კუბა
- იქ თურმე, დიდი ბანანი ჰყვავის.
იქ არ გჭირდება ზამთარში შუბა,
საშიშროება არ არის ზვავის.
დალოცვილია ფიდელის მიწა.
ამოისუნთქა გოგონამ შვებით.
ნაპირზე შავი ბიძია იწვა
და უჩვენებდა შუა თითს ვნებით.
არავინ გიცნობს - რაც გინდა ჰქენი,
მხარეს მორალურს მე არ ვეხები.
მოურჩენელი ყოფილა სენი,
თუ აიშვირე ერთხელ ფეხები.
იფიქრა გოგომ: დავტყუებ რამეს,
ამ სულელ ბატონს, რომ მიკრავს თვალებს.
მოდი, ვაჩუქებ ერთი - ორ ღამეს,
ზანგზეც გამოვცდი საკუთარ ძალებს.
ასეთი იყო, ნორჩი, გულადი,
მაგრამ შეემთხვა საქმე სანანი:
სახსოვრად შერჩა შვილი მულატი
და ერთი კილო მკვახე ბანანი.