მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

პ ო ე ზ ი ა

 

ნიკო გომელაური

 

მე ხასიათით ვგავარ

მე ხასიათით ვგავარ არლეკინს, 
სახით - პიეროს
და ვთხოვ ცხვორებას მართლაც გარეკილს -
გამაძლიეროს.

ნუ გადამიხდის სამაგიეროს,
ზოგჯერ რითმები თუ მაქვს უხეში, 
კაცს ემღერება - უნდა იმღეროს, 
სხვა რაღა არის აბა ნუგეში.

მე ხასიათით ვგავარ მოწაფეს, 
სახით - პედაგოგს.
ბავშვობიდანვე ლექსით მომწამლეს
- ღმერთმა შემარგოს!.

გადაუხდელი ვალი მემართოს,
არ დამტოვებენ ვიცი, მუზები, 
ქება-დიდება მე ვერ შემათრობს
- მაინც არასდროს წავიკუზები.

მე ხასიათით ვგავარ ფერიას,
სახით - ვამპირებს,
მე ავუსრულებ მთელ იბერიას,
ჩემს დანაპირებს.

მივესალმები ბერძენ სატირებს, 
ვგრძნობ ჩემში ცოცხლობს იმათი გენი,
 სხვისი სიცილი ხშირად მატირებს, 
ხშირად მაღიმებს ცრემლები თქვენი.