მზე გაათბობს ჰაერს,
გაანათებს სივრცეს
და შენს ნათელ თვალებს,
შთაგონებას მისცემს.
ნუ ჩაიდებ სევდას,
ნუ გახდები რთული,
ნუ შეიცვლი ხედვას
- არ მატკინო გული.
მზე მოგიქსოვს კაბას,
გამჭვირვალე მანტოს.
პირველი ვინ გნახავს,
ზეცა რომელს ანდობს?
ნუ იქნები მკაცრი,
რომ გიბედავს სიტყვებს…
და სიტყვებს თუ გასცრი,
ნახავ, რამდენს იტევს.
გუშინ, როცა ვწერდი,
დათბა, თანაც წვიმდა.
მინდა იყო გვერდით,
ლექსი გითხრა მინდა.