მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

პ ო ე ზ ი ა

 

ნიკო გომელაური

 

იუდა

როგორი იყო ? . . აბა რა ვიცი …
ასე ამბობენ - ჰქონდა წვერები .
ორი ათასი წელი განვიცდი …
ჩარევა არ ღირს , მაგრამ ვერევი : 

როგორ აკოცა უფალს ლოყაზე ?!
- ცოტათი მაინც მორიდებოდა …
მეზიზღებოდა ზოგჯერ მოყვასი , 
მაგრამ ღალატი არ მინდებოდა.

არადა კოცნის , არადა ჰყიდის …
იცის მოკლავენ , განა შტერია.
ღალატზე განა ვერცხლისთვის მიდის?!
-თავის სიმცირეს ვერ მოერია …

ისტორიაში დარჩა იუდა!
-დღესაც აქ არის არ გაიგუდა …

….