გულში გვალვა შევიფერე,
თვალს ნალექი აღარ სცვივა,
შენ რომ სული შემიბერე,
იმ ნიავმა გამაცივა.
სიცხემ ცამდა ამიწია,
მზემ საწოლი დამირწია.
სისხლმა წნევა დამიწია
ეს სულ შენი ნაღვაწია.
ქარმა, ნაღერძობ წარმოსახვას
ვნების სეტყვა მიუსია.
ექიმბაში ზღვა რომ მნახავს,
ალბათ იტყვის - ვირუსია.
ამ ვირუსმა, მე რომ მარგო…
სხვა არავინ მეგულება.
რა კარგია, ჩემო კარგო,
თურმე შენით სნეულება.