მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

პ ო ე ზ ი ა

 

ნიკო გომელაური

 

გენიოსი ვარ

მე შენ არ გეტყვი - გენიოსი ვარ
რომ ტვინს მიბურღავს დანტეს აზრები.
ჩემი ჭკუა, ხომ გადამოსილა
და სადღაც გაქრა დიდი ფრაზები.

მე შენ არ გეტყვი - გახლავ ჭკვიანი, 
დიდ პატივს რომ გცემ, ვერ გეტყვი მასაც.
”მიყვარხარ” სიტყვა არის ჭიანი, 
ვერ გავუტყდები ამაში ძმასაც.

ვერ გაგიტყდები - ცხოვრების არ მწამს, 
რომ მამგვანებენ ხშირად ცოცხალ გვამს
მაგრამ მოიცა, იცი რა გითხრა: 
კიდეც პატივს გცემ, კიდეც მიყვარხარ, 

ჭკუა ბურუსით არ დამოსილა,
სიცოცხლეც მიყვარს, არ დაგიმალავ
- გენიოსი ვარ, გენიოსი ვარ!