პ ო ე ზ ი ა
ნიკო გომელაური
დააბრალა
რა შტერიო - დააბრალა ძმას..
დავთვერიო - დააბრალა სმას...
მეხვევაო - დააბრალა ქალს...
ვერ ხვდებაო-დააბრალა ხალხს...
დავიწვიო - დააბრალა მზეს...
რა ბილწიო - დააბრალა ზმნებს...
შევბერდიო - დააბრალა ცრემლს...
ვერ შეკრა და დააბრალა წრეს...
გავცივდიო - დააბრალა თოვლს...
არ მიცდიო - დააბრალა დროს...
უვიციო - დააბრალა ბრბოს...
ცრუ ფიციო - დააბრალა ბოზს...
უზრდელიო - დააბრალა შვილს...
კურდღელიო - დააბრალა შიშს...
თავს ვკარგავო - დააბრალა ფიქრს...
რას ვგავარო - დააბრალა ფირს...
არ მყოფნისო - დააბრალა ფულს...
მაყოვნებსო - დააბრალა პულსს...
კარგიაო - დააბრალა ცუდს...
ნაღდიაო - დააბრალა ცრუს...
მოკლედ, ყველაფერი ასე,
დააბრალა სხვას
- ცარიელი...ცოდვით სავსე,
საფლავის ქვად დგას...