მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

პ ო ე ზ ი ა

 

ნიკო გომელაური

 

ჩემი ბრალია

ჩემი ბრალია ,
სუყველაფერი ჩემი ბრალია.
ჩემი ვალია,
ღმერთის წინაშე, ჩემი ვალია: 

მიყვარდეს სატრფო,
რომ ვიყო სხარტი, როგორც კალია, 
მე კი მას ვათრობ,
ირგვლივ ჩემს გამო ყველა მთვრალია.

მიმიძღვის დიდი წვლილი იმაში, 
რომ ლონდონია ნისლში, წვიმაში, 
ჩექმას წააგავს რომ იტალია,
არ გააჩნია სპილოს ტალია

- სუყველაფერი, რაც ხდება ქვეყნად
ჩემი ბრალია.
თუნდაც რომ მირტყა,
უნდა გამოვტყდე - ახლა კი დროა

ვთქვა ნაღდი სიტყვა,
მე დავარბიე უდრეკი ტროა!
ავაგე კრემლი,
კვლავაც რუსების სიმბოლო როა, 

ვაცდუნე მრევლი,
ამიტომ ხდება რომ ის დღეს ბრბოა.
ცოდვა მაქვს დიდი, ვიცი - მომკალი, 
რომ დაგვავიწყდა ფიცი, მორალი.

თუ ვინმე გვებრძვის - ჩვენი ჯარია.
რა ვქნა? - ესეც ხომ ჩემი ჯვარია, 
სუყველაფერი, რაც ხდება ცუდი
- ჩემი ბრალია.

ვარ დამნაშავე,
სახლი დაინგრა ”ჩვენს წელთ…” ნაგები
მე გავაშავე
და დავიმონე შემდეგ ზანგები.

დღემდე არ მომწონს
ამადეუსის ხშირი ჰანგები.
აღწერა მოწმობს
რომ გავამრავლე ქვეყნად ფრანგები.

შთამომავლობით ალბათ გადმომდის, 
ხანდახან თავში რა აღარ მომდის: 
მოსაკლავი ხომ ჩემი შვილია,
რომ, პოეტია ვითომ ილია.

სუყველაფერში, რაც კი რომ ხდება, 
ჩემი წვლილია.