მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

იოანე მინჩხი

 

მარხვანი

ყველიერისა კვირიაკესა.

(ცისკრად) ხმაი ბ

 

 

პირველითგან იყო სიტყუაი მამისა და ღმრთისა თანა,
განუშორებელი სულისაგან თანაარსისა

და ჟამთა დაწყებასა
გამოვიდა პირისაგან მამისა
საქმე ცისა და ქუეყანისაი,
სულითა მით გონიერითა

დაგუბადნა არარაისაგან
ხილულნი
და უხილავნი ბუნებანი,
განაგნა საქმენი
ძლიერნი და მიუწდომელნი,

აწ იხარებს მათ ზედა,
მამისა და სულისა თანა
იქების უკუნითი უკუნისამდე.

პირველითგან იყო.
სიტყუაი მამისა და ღმრთისა თანა,

უხორცოდ შობილი
და არაი ქმნული, მსგავსი მამისაი,
აღსასრულსა ჟამთასა
ხორცითა დაებადა მხსნელად ჩუენდა,
რომელნი შევიპყრენით წყუდიადსა.

და დამონებულ ვიყვენით
მთავარსა მას ბნელისისა,
რომელ
უვნებელმან მოკლა ვნებითა,
რამეთუ დამდაბლდა

მაღალი და ჩუენთვის ჯუარს-ეცუა,
ჯვარს ვეცუნეთ მის თანა
და მოვიღოთ სასუმელი იგი,
რომელი მიიღო ჩუენთვს მხსნელმან ჯუარსა ზედა.

მაცხოვარო ჩუენო,

სიტყუაო და ძალო მამისა,
ჩუენდა მხსნელად მოხუედ
და სოფელმან შენ არაი გიცნა
და ისრაელთა ერმან
სუეტისა წილ და ღრუბლისა ნათლისა –

ჯუარსა ზედა ხელნი განგიპყრნეს
ორთა ავაზაკთა შორის;
და მკუდართა აღდგინებისა წილ –
საფლესა
დაგდვეს და დაგფარეს დაფლვითა,

ხოლო უძლეველმან
ძალმან და ღმრთეებამან შენმან

დასცა ჯოჯოხეთისა
ძალი და ხელმწიფებაი მისი
და სულნი იგი დაშჯილნი იხსნნა მისგან.

ერი უსხეულოთაი

ღმრთივ შემწყნარებელსა მას საფლავსა
გარემოის მდგომარენი
უღაღადებდეს მხსნელსა ჩუენსა:
"აღდეგ და შეიწყალე
სიონი და დაიმკვიდრენ წარმართნი!

რად გძინავს შენ, ვითარცა მკუდარსა,
მღვიძარეთა მეუფესა?!
ვერ დაითმენენ მნათობნი,
არცაღა
თავს–იდებენ ზეცისა ძალნი

უფროის ბუნებისა
სიმდაბლესა შენსა, მაღალო,
არამედ აწ აჩუენე
ღმრთეებისა შენისა ძალი
აღდგომითა მკუდრეთით მესამესა დღესა“.

სულთა ჩუენთა მხსნელმან
წინაისწარ სოფლის დაბადებისა,
გამოგვირჩინა ჩუენ
სამწყსოდ თვისად – ერი წარმართთაი,
ჩუენთვის მოვიდა ზეცით

და გვიხსნნა დიდისა საცთურისაგან
საღმრთოითა სიტყვითა ტკბილითა
თვით ზრახა ცხორებაი ჩუენი
დე გუამცნო ქველისსაქმითა
მარადის

ლმობიერად გლახაკთმოწყალებაი.
ვერჩდეთ სიხარულით
მცნებათა და ბრძანებათა მისთა,
შევიყუაროთ გზაი იგი,
იწროი და ფრიად საჭირველი,
რომელსა მივჰყავთ ცხორებად საუკუნოდ.

რომელი მოვიდა
მაღლით სიმდაბლედ სიტყუაი მამისაი,
სიბრძნით განმგებელი,
ღმერთი დამბადებელი ჩუენი,
მან ზრაბა ჭეშმარიტი

წესი სულთა ჩუენთა ცხორებისათვის –
ლოცვაი დაუცადებელი,
მარხვაი და სიწმიდე ხორცთაი,
უპოვარებაი, სიგლახაკე

და ყოვლად
საწუთროისა უზრუნველობაი.
ნე ზრუნავთ ხორცთათვის,
შემოსისა გინა ჭამადთა,
არამედ ეძებდით.
უპირატეს სასუფეველსა
და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ!

გარდახდა მცნებასა
დამბადებელისა თვისისასა
პირველ ქმნული იგი

ევა ყოველთა ცხოველთა დედა,
მოგუატყუა ჩუენ სიკუდილი
სმენითა მოშურნისა განზრახვითა,
არამედ შობითა შენითა,
დიდებულო დედოფალო,

ვიხსნენით ხრწნილებისაგან
და კვალად
ღირს ვიქმნენით უხრწნელებასა,
რამეთუ რომელსა
დავებადენით ხატად თვისად,

მანვე შემიწყალნა ჩუენ,
ჭეშმარიტად ღმრთისა სიტყუამან
შენგან ხორცთა შესხმითა და გუაცხოვნნა ჩუენ.

 

სხუანი. ხმაი გ


ვერ თავს-იდევ ხილვად, სახიერო,
სამეუფოისა ხატისა შენისა,
რომელი დამონებულ იყო.
ფლობასა მთავრისა მის ბნელისასა,
არამედ გამოიხსენ ხელმწიფებით
ხორცთა შესხმითა შენითა, ქრისტე,
ქალწულისაგან – ცხორებად ჩეენდა.
ვერ გულისხმა-ყვეს უშჯულოთა
ბუნებაი იგი ღმრთეებრი ქრისტესი

და დასაჯეს მათ ჯუარსა ზედა
ნათელი იგი სოფლად მომავალი,
შეიყუარეს ბნელი უფროის ნათლისა
და მისცნა ღმერთმან წყუდიადსა მას,
სადა არა არს ხილვად ნათელი.

წყვდიადი იგი ქუესკნელისაი
განათლდა უფროის ნათლისა მზისა,
რაჟამს სულითა შთავიდა მუნ
სამ დღე საფლავსა შინა მდებარე.

ხოლო ჯოჯოხეთი შეიწუებოდა
და ზარგანხდილმან მოჰგუარნა მას
ადამისითგან პყრობილნი სულნი.
ესრეთ ეტყოდა ანგელოზი
მგლოვარეთა მათ მტირალთა დედათა:

„უკუდავი იგი აღდგა მკუდრეთით,
აჰა, საფლავი მისი ცალიერ არს,
აჰა, მცველნი მისნი, ვითარცა მეუდარნი;
შეცვალეთ გლოვაი სიხარულად
და ახარეთ მისთა მოწაფეთა!“

წარმართთა ცხორებად მოსრული
სიტყუაი ღმრთისაი, სიბრძნე და ძალი მისი
აჰაა ესერა, განგუაკრძალებს
და გუასწავებს ყოველთა უმჯობესსა:
„ეკრძალენით ქველის საქმესა თქუენსა,
და ნუ ჰყოფთ სახილველად კაცთა
და განსცხადნეთ თქუენ საუკუნესა!“
განივრცენით ლოცვითა სულნი,
და განიწმიდენით მარხვითა ხორცნი,
რომელი ითხოვდეს – მიიღოს
და რომელი ირეკდეს – განეღოს მას!
ითხოვდით მამისა მოწყალისაგან,
ეძიებდით სასუფეველსა

და მოგეცეს თქვენ უფროის თხოვისა!
კარავმან აბრაჰამისმან
დაიტია ღმერთი დაუტევნელი
და მოასწავა საშოი შენი
მიუწდომელად ღმრთისა დამტევნელი,
უქორწინებელო სძალო წმიდაო,
შენგან იშვა ღმერთი და კაცი.
და მოსცა წყალობა სულთა ჩუენთა.

მოიხილესა. ხმაი ბ
ძლ. ვიხილეთ ჩუენ ქრისტე

 

ვიხილეთ ჩუენ ქრისტე
ხორცითა ვნებულად,
ვნებულთა განკურნებად და აღდგინებად
დაცემულთა სულთა განწირულთა
და გუამთა სასოწარკუეთილთა,
რომელმან ჯუარცუმისა მიზეზითა
მოკლა სიკუდილისა იგი მიზეზი.

სამ დღე დაიძინა
ხორცითა მკვდართაებრ
ზეცისა მღვიძარეთა დამბადებელმან,
ხოლო აღდგა მესამესა დღესა
და განაბნინა მტერნი მისნი
ძლიერშან ძალითა მეუფემან,
უფალმან ცათა და ქუეყანისამან.

ნუმცა მივადევნებთ
გონებათა ჩუენთა
გემოთა გულისთქუმასა, საეშმაკოსა
შუებასა, ხორცთა განსუენებასა,
ხელისა დამაბნელებელსა,
შევიყუაროთ მარხვაი და სიწმიდე –
სულთა და ხორცთა განმანათლებელი.

იქმოდეთ საქმეთა
კითილთა ფარულად
და ნუ ჰყოფთ სახილველად წინაშე კაცთა,
არამედ იყავნ ყოველთა შორის
ქველისსაქმე თქუენი უჩინო,
და მოგაგოს ცხადად დაფარულთა
მეცნიერმან მამამან მაღალმან.

ღმრთ. სოფლისა

 

მწუხრი, (ხმაი ა.) სხუანი
ძლ. სასწაულთა მო.

 

აჰა, წარმოდგეს დღენი ესე
სურნელნი,

სოფლისა განმწმედელნი
და განმასურნელებელი,
და მზეებრ განმანათლებელნი
სულთა და ხორცთა ჩუენთა
სიმხნით მოღვაწებითა უბიწოისა მარხვისათა,
რომელი (გვასწა)ვვა მარხვითა
მხსნელმან ჩუენმან ორმეოც დღე,
ოდეს-იგი განვიდა უდაბნოდ წყობად ეშმაკისა
შემდგომად ნათლისღებისა მისისა
და განიცადა იგი მისგან ვითარცა კაცი,
და გვიჩვენა ძლევაი მაცთურისაი -
მარხვითა და ლოცვითა დაცემაი მისი.

ნუმცა ვემსგავსენით ჩუენ, ძმანო,
გულითა
ჯაბანთა ჟამსა შინა
წყობისასა მტერთა მიმართ,
რამეთუ მოიწია ჟამი
გამომცდელი გულთა ჩუენთა
ახოვნებისაი მბრძოლთა მათ მიმართ უხილავთა.
ფრთოვან ექმნნეთ სულნი ჩუენნი მარხვითა,
რაითა ამით თანაწარვხდეთ
ირეჭსა ბოროტსა მომნადირებელია ჩუენთასა
და ნუმცა ვიძლევით ნაყროვანებითა,
სასუმელთა და სანოვაგეთა მოყვარებითა,
ვითხოვდეთ პირველად სასუფეველსა
და ყოველი შეგვეძინოს ღმრთისა მიერ.

ვითარცა გონიერთა მნეთა
სიწმიდით,
გულითა წადიერად
შევიწყნარნეთ დღენი ესე,
ვითარცა ორმეოცნი მთიებნი,
საღმრთოითა მით ნათლითა
კიდეთა სოფლისათა ბრწყინვალედ განმანათლებელნი,
და დავიცვნეთ მცნებანი ესე
მაცხოვრისა ჩუენისანი,
რომელნი-იგი დღეს ესმნნეს სასმენელთა ჩუენთა.
ვეკრძალნეთ ქველისსაქმესა ჩუენსა
და ნუმცა რას ვჰყოფთ სახილველად წინაშე კაცითა,
მივსცეთ ფარულად დაფარულთა მხედველსა
და მოგუაგოს ჩუენ ცხადად საუკუნესა.

სხვანი. (ხმაი ა)
ძლ. რომელი შეიკრა მჩური

დასაბამი სიბრძნისაი არს შიში ღმრთისაი,
ვითარცა თქუა დავით ღმრთის მგალობელმან;
ხოლო ჩუენ თვით გუესმა ღმრთისა სიტყვისაგან
ყოველივე სულთა ცხორებისათვის,
რამეთუ წიაღთაგან
მამისათა გამოჩნდა ჩუენთვის.

არაი გუაქუს მიზეზი ცოდვათა ჩვენთათვის,
ვინაითგან თვით მოვიდა ზეცით
სიტყუაი ღმრთისაი და მასწავა ჩუენ ყოველი.
ამიერითგან ვჰმონებდეთ მას შიშით
და დავიცვნეთ საღმრთონი
სიტყუანი და მცნებანი მისნი.

ნუმცა ვართ მოსურნე ჭამადთა მრავალთა
და ნუმცა ვემსავსებით პირუტყუთა
მიდევნებითა ხორცთა გულისთქუმისაითა,
არამედ მივემსგავსნეთ ანგელოზთა
მარხვითა და ლოცვითა,
მღვიძარებითა და სიწმიდითა.