მწუხრი, უფალო ღაღატყავსა,
მინჩხი. ხმაი ა.
სიტყვაი დაუსაბამოი, რომელი
მამისა
მაღლისა თანა იყო
შობილი გამოუთქუმელად,
თანაარსი და თანასწორი
მამისა და სულისა,
უხილავი და გარე –
ზეცით ქუეყანად სიმდაბლით
და შეიმოსა მსგავსებაი ადამისი
საშოსა შინა ქალწულისასა,
ხატიურებაი სხეულონი ორითა მით
ბუნებითა და მისგან იშვა ღმერთი და კაცი
და აცხოვნა მსგავსი მსგავსებითა თვისითა.
სასწაულთა მოქმედი კუერთხი
მოსესი,
რომელმან შეაძრწუნა
ფარაო და ერი მისი,
სახე იყო ძელისა მის
ჯვარისა ცხოველისა,
რომელმან შეაძრწუნა
ეშმაკი და ჯოჯოხეთი,
რამეთე მას ზედა დამსჭუალეს
მხსნელი ჩუენი ჰურიათა,
რომელი ხორცითა გამოჩნდა ქუეყანასა ზედა
და პატიოსან ყო ერი წარმართთაი
პირველითა მით პატივითა ადამისითა.
ესე შეშურდა უშჯულოთა მათ
და თვით განეშორნეს წყალობათა მისთა.
მოადგეს, ვითარცა ფუტკარნი,
სიმრავლე
ურწმუნოთა ერისაი
მაცხოვარსა სოფლისასა
და გულისწყრომით ხრიდეს თავთა
მათთა მღღელთმოძღუართა თანა,
მწიგნობარნიცა იგი
ჰბასრობდეს უგუნურებით
და დასძინეს ძვირი ძვირსა მათსა
და განიყვანეს გოლგოთას
და ძვირისმოქმედთა შორის ჯუარსა შემშჭუალეს,
არამედ ჩვენისა ცხორებისათვის
დაითმინა ესე ყოველი, ხოლო იგინი
შეიწუნეს, ვითარცა ეკალნი ცეცხლითა
და ქრისტე ცხოველ არს უკუნისამდე.
ცათა დაუტევნელი ღმერთი
ვითარცა
მკუდარი, დაიტია
დღეს საფლავისა სივიწრემან,
ბუნებაი იგი კაცობრივი
შეიცვა მან ხორცითა,
არამედ შე|უცავმან
ღმრთეებისა ბუნებამან
ყოვლითურთ შეიცვა ჯოჯოხეთი
და დაჰკუეთა ძალი მისი,
და რისხვით იავარ-ყვნა საუნჯენი მისნი
და იხსნნა ყოველნი მისგან დაშჯილნი
და ყოველი რაი აღასრულა, აღდგა საფლავით,
არცხვინა ფარისეველთა კრებულსა,
ხოლო ადიდნა მადიდებელნი თვისნი.
ჭეშმარიტად დღენი ცისანი
და წესნი
ღმრთისა ანგელოზთანი,
შვიდნი სვეტნი სოფლისანი
შვიდთა მათ შორის ათასეულთა,
ვითარცა შვიდნი მთიებნი
შვიდთა მათ სამყაროთანი,
მსგავსად მზისა ბრწყინვალენი,
სავსენი ნაყოფითა საღმრთოითა –
მოიწინეს დღენი ესე
სულთა და ხორცთა ჩვენთა განმანათლებელნი.
შევინანოთ მბრალთა ჩვენთა სიმრავლე
და განვეყენნეთ ამიერითგან ბოროტისაგან,
აღვიღოთ მარხვაი და ლოცვაი სიწმიდით
და მოვიძულოთ ნოვაგთმოყუარებაი.
მარხვის მოყუარებითა მოსე.
თუალით
ღირს იქმნა ხილვად პირსა
ღმრთისა უხილავისასა
და მიიხუნა ათნი მცნებანი
მარხვითა მით ძლიერითა
მთასა მას ზედა სინასა
დღეთა მათ ორმოცთაითა,
აწ გულისხმა-ვყოთ ძალი მარხვისაი,
ქრისტეს მოყუარენო ერნო,
და სიხარულით შევიწყნარნეთ დღენი ესე,
და ყოვლად ვეკრძალნეთ ნაყროვანებასა.
და ნუმცა ვიქცევით წესითა პირუტყუებრითა,
არამედ წესითა ანგელოზთაითა
და მათ თანავე აღმიყვანნეს ქრისტემან.
ოდეს მოვიხსენნით ცთომანი
დედისა
პირველისა – ევაისნი,
ავივსნით მწუხარებითა,
ხოლო ოდეს მიგხედნით შენ,
წმიდაო დედოფალო,
მიუწდომელითა მით
აღვივსნით სიხარულითა.
მან პირველ მოგუატყუა ჩუენ სიკუდილი,
ხოლო შენგან მოგუემადლა
იგივე პირველი პატივი და უკუდავებაი,
რამეთუ საშოისაგან შენისა
გამოგვიბრწყინდა მხსნელი ჩუენი და მაცხოვარი
და შენ ხარ მიზეზი ხსნისა ჩუენისაი
და ცხორებაი საუკუნოი სულთა ჩუენთაი.