მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

იოანე მინჩხი

 

ბიოგრაფია

 

იოანე მინჩხი — X საუკუნის ქართველი ჰიმნოგრაფი. დასავლეთ საქართველოს (აფხაზეთის) მეფის გიორგი II-ის (922-957) თანამედროვე. წარმოშობით დასავლეთ საქართველოდან, სოფ. ინჩხიდან ყოფილა, რაზეც მისი ზედწოდება (მინჩხი) მიუთითებს. ვარაუდობენ, რომ პალესტინაში, სინის მთაზე მოღვაწეობდა. მისი ჰიმნოგრაფიული მემკვიდრეობა სწორედ სინურმა ხელნაწერებმა შემოინახა. მიქაელ მოდრეკილის „იადგარში“ (978-988) მოთავსებულია იამბიკური საზომით დაჭერილი იოანე მინჩხის 4 საგალობელი (გამოაქვეყნა ი. ჯავახიშვილმა 1947). ჰიმნოგრაფიაში მან შემოიღო ახალი სალექსო ფორმა მინჩხური.

იოანე მინხხის საგალობლები, რომლებიც ცნობილი იყო ივ. ჯავახიშვილისა და პ. ინგოროყვას, პუბლიკაციებით (ივ.ჯავახიშვილი, სინის მთის ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა თბ. 1947, 1. ინგოროყვა, ძველი ქართული სასულიერო პოეზია, ტექსტები, VIII–-X სს. ტფ. 1913) წინამდებარე გამოცემაში ქვეყნდება კრიტიკული ტექსტების, სახით, მათი შემცველი ყველა ძირითადი ხელნაწერის გათვალისწინებით. მათთან ერთად, პირველად ქვეყნდება იოანე მინჩხის 77 აქამდე უცნობი საგალობელი.
1987 პირველად გამოქვეყნდა იოანე მინჩხის საგალობლები რომლებიც განკუთვნილია მარხვანის, აღდგომისა და სათვეო ნაწილისათვის. მარხვანისათვის განკუთვნილი მინჩხის შემოქმედება, რომელიც ერთ მთლიან სისტემას ქმნის, ქვეყნდება 3 ხელნაწერის მისედვით:

Georg.5-A

Sin.5-B

Sin.75-C