ნუმცა დავიყდუნვებთ სულთა ჩუენთა
უდბად ძილითა მით მძიმითა,
სული გულსმოდგინე არს,
ხოლო ხორცნი უძლურ და მოწყინე;
სულსა აქუს ხატებაი ანგელოზთაი
და ბუნებით არს ცოდვის მოძულე,
მიუდგინოთ გონებაი
და მას დავამონნეთ ხორცნი.
ქრისტეს მოციქული ჩინებული,
ჯუარითა მოქადული პავლე,
რომელი მიიწია სამ ცადმდე,
ესრეთ ნუგეშინის-სცემს ცოდვილთა,
ვითარმედ: „სადა იპოვის ცოდვაი,
მუნ უფროის გარდაემატის მადლი“
ლოცვითა და მარხვითა,
ცრემლითა და სინანულითა.
ხმაი მღაღადებელი უდაბნოსა
გვიქადაგებდა სინანულსა,
ეტყოდა რაი ერსა გულფიცხელსა,
ღმრთისა განმამწარებელსა:
„ცოდვილნო, იქედნისა ნაშობნო,
ვინ გიჩუენა რისხვისაგან სივლტოლაი?
შეინანეთ, რამეთუ
ახლოს არს სასუფეველი!“
ღმრთ. დიდებულსა და ყოვლად ქებულსა.
სხუანი. ხმაი ა გუერდი
ძლ. შენდა მომართ მოვივ
ვისხნეთ ჩუენ ცათა შინა
მეგობარნი
მამონაისა მისგან სიცრუვისა
და შევჰრაცხოთ ჩეენ
საწუთროი ესე ვითარცა სიზმარი
და შიშით ვჰმონებდეთ მხსნელსა ჩუენსა.
ხსნად ჩუენდა მოხუედ, ქრისტე,
და მოასწავე:
სამი ესე გზაი სულთა ცხორებად:
მარხვაი და ლოცვაი
და სინანული ცად აღმყვანებელი
და მით შემიყვანებ სასუფეველსა.
შეგუწყალენ ჩუენ, ქრისტე,
მეუფეო,
ძეო ღმრთისაო, მაცხოვარო ჩუენო,
და დაივიწყენ
ცოდვანი ჩუენნი და შემიყვანენ ჩუენ
სადგურსა წმიდათა ანგელოზოასა.
შეძრწუნდა ქერაბინი
მოტყინარე,
ცეცხლებრ მგზებარე მცველი ედემისაი,
რაჟამს იხილა
ჯუარი ქრისტესი ჰყვანდა-რაი ავაზაკსა
განმღებელად კარსა სამოთხისასა.
შენდა მომართ მოვივლტით,
უბიწოო,
ლოცვათა ჩუენთა ნუ უგულებელს-ჰყოფ.
ლმობიერებით,
არამედ მიხსნენ განსაცდელთაგან
მხოლოო დიდებულო ღმრთისმშობელო!