მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

იოანე მინჩხი

 

მარხვანი

დიდი მარხვის პირველსა სამშაბათსა.

მწუხრი. სტიქარონი. სხუანი. ბ

ძლ. ვითარცა-იგი პირველადვე

დავით წინაიწარმეტყუელმან
რაჟამს იწყო შენანებად ბრალთა წინაშე ღმრთისა,
დამდაბლდა იგი სინანულად
და ილოცვიდა მღვიძარებით დაუდუმებელად,
არა სცა ძილი თუალთა,
არცა ყოლადვე ჰრული წამთა თვისთა.
რაოდენ აწ უფროის ჩუენ გვიღირს ეგრეთვე
გულითა სიმხნით სინანული და სულთქუმით
და ცრემლით შენანებაი ბრალთაი მხურვალედ,
და დღე და ღამე მოუკლებელად ვედრებაი ღმრთისაი.

დანიელ წინაიწარმეტყუელი
შთა-რაი-აგდეს ლომთა თანა მღვიმესა მას ბნელსა,
განიპყრნა ხელნი ღმრთისა მიმართ,
ილოცვიდა დღე და ღამე დაუდუმებელად,
რომლითა მოამდოვრა
მხეცთა ბუნებაი ბოროტად მძვინვარე.
ეგრეთვე შეეწევის მათ ლოცვაი,
რომელნი ითხოვენ დაუცადებელად
და არაი მოუძლურდებიან მარხვასა,
და არცა ყოლად დააცადებენ მოღუაწებასა.

თვით მასწავა ჩუენ მხსნელმან ჩუენმან
ლოცვად ესრეთ ღმრთივ ბრწყინვალედ ყოლად სამარადისოდ:
„მამაო ჩუენო ზეცათაო,
შეგვინდვენ და მოგვიტევენ თანანადებნი ჩუენნი,
და ნუ შემიყვანებ ჩუენ
განსაცდელსა მას წინამდებარესა,
არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისა
მისგან ამპარტავანისა მტერისა,
სულთა და ხორცთა ჩუენთა მომსრველისა,
სოფლისმპყრობელისა, ბნელისა ბელიარისა“.

 

ღმრთ. „სათნო-იყო სიკეთე“.