ამაოებითა ამაო არს
სოფელი ესე სავსებითურთ თვისით,
ხოლო შუებაი მისი მაცთურ არს
საწუთროისა ამის მოყუარეთათვის.
სულითა გულისხმიერნი ივლტიან
მისგან, ვითარცა-იგი ჯერ-არს
და ეძიებენ საუკუნესა.
ადვილად მოინადირების
ნაყროვნებითა კაცი მაცთურისაგან,
რამეთუ დაუბნელის გული
და დასცის და მოკლის სული ხორცთა შინა!
ვინაითგან არა უმეცარ ვართ ამას,
აღვიკრძალნეთ მარხვითა ხორცნი
და მით განვერნეთ მახეთა მისთა.
შეგივრდებით მონანი შენნი,
შეგვწყალენ, ქრისტე, ღმერთო ჩუენო,
ნუ იხილავ ცოდვათა ჩუენთა
და ნუ მომაგებ საქმეთაებრ ჩუენთა,
არამედ ტკბილითა მაგით თუალითა,
სახიერ, წყალობით მოგუხედენ
და შეგვწყალენ უღირსნი ესე.
სხუანი. ხმაი ბ. თვითნი
მივხედნეთ შინაგანითა
გონებისა თუალითა,
უხილავთა მხილველისა,
მოუგონელსა ჩუენგან
და ყოვლად უხილავსა
თუალთაგან ზემხილვარეთა –
საყოფელთა საკვირველთა,
სავანეთა საუკუნეთა,
რომელთა შინა ბრწყინვენ მართალნი,
დაუტევოთ სოფელი ესე
და მას ვეძიებდეთ ღმრთისაგან!
ირეკდით და განგეღოს თქუენ,
ეძიებდით და ჰპოვოთ
საწადელი სულთა თქუენთაი,
ითხოვდით და მოიღოთ
მამისა მოწყალისაგან,
რომელ არს მაღალთა შინა!
ესრეთ გვიბრძანა ქრისტემან
მოსავთა და მადიდებელთა
გამოჩინებისა მისისათა;
ვიღვძებდეთ და ვილოცვიდეთ
და ვაქებდეთ სახელსა მისსა!
შევიდეთ შინაგანსა მას
გონებითა ჩუენითა
საუნჯესა სულიერსა
და მიუდგინნეთ ხორცნი
სულსა გულსმოდგინესა
სულიერთა შრომათასა;
დავიხშათ გარეშე კარი
და ვილოცვიდეთ ჩუენ დაფარულად
დაფარულთა მხედველისა მიმართ
და ნუმცა გუეწყინების მარხვაი –
ძირი ყოვლისა კეთილისაი.
ღმრთისმშობელსა ვადიდებდეთ –
მშობელსა და ქალწულსა,
დედასა მეუფისასა,
ვენახსა გო|ნიერსა,
ტაძარსა პირმეტყუელსა,
ტაკუკსა მას სულიერსა,
სადგურსა მანანაისასა,
ღრუბელსა სავსესა ნათლითა,
მაგრილობელსა სულთა ჩუენთასა,
საღმრთოსა ზღუდესა მტკიცესა,
მცველსა ყოვლისა სოფლისასა.