განღებულ არს
კარი სინანულისაი, შევიდეთ მას შინა, ძმანო,
შევინანნეთ
შეცოდებანი ჩუენნი,
რაითა მიერ გამოვიდეთ
წმიდანი ხორცითა
და განათლებულნი სულითა.
ვიხსენებდეთ,
რაი-იგი შეგუემთხუევის შემდგომად სიკუდილისა –
საუკუნოი
განკითხვაი საშინელი
და სატანჯველთა მიცემაი
ცოდვილთა და მწარედ
აქავე ვსტიროდით თავთა ჩუენთა.
შორის დღეთა
და ჟამთა წელიწადისათა სულიერად ნათობენ
დღენი ესე,
აღბეჭდულნი მარხვითა
და შემოსილნი ნათლითა
და განანათლებენ
ერსა ქრისტეს მორწმუნეთასა.
ესე არიან დღენი ცისანი, კურთხეულნი ღმრთისაგან,
ორმეოცნი,
ყოლად საგალობელნი,
რომელთა შინა ცოდვილნი
ჰპოვებენ ღმრთისაგან
შენდობასა და წყალობასა.
სხუანი. ხმაი დ
ძლ. მოგიცემიეს
რაჟამს აღვიდა მოსე
დიდი მთასა ზედა სინასა-
წარდგომად წინაშე ღმრთისა,
ილოცვიდა
და იმარხვიდა ორმეოც დღე და ორმეოც ღამე
და მეყსეულად იხილა
უხილავი იგი დიდებაი ღმრთისაი.
და განბრწყინდა
პირი მისი ჭეშმარიტად მსგავსად ანგელოზისა,
ესე მოეცა მარხვითა
და ლოცვითა ღმრთისა მიერ.
მოსეს შური აღვიღოთ
და ზოგს რაიმე მივემსგავსნეთ ჩუენ
მისთა მათ სათნოებათა,
დავიმარხნეთ ჩუენ დღენი ესე ორმეოცნი უბიწოებით
და აღვირ-ვასხნეთ ენათა
ჩუენთა უწესოთა ზრახვათათვის
და კულად მივემსგავსნეთ წმიდად ქცევითა წესსა ანგელოზთასა
დაუცონელად ლოცვითა
და ფრთხილად მღვიძარებითა.
მარხვაი სიწმიდე ხორცთაი
და სურნელებაი სულთა ჩუენთაი,
და სინათლე გონებისაი,
განმამტკიცებელი დაცემადთაი და აღმმართებელი დაცემულთაი
და ბნელთა მათ გულის სიტყუათა
და მწიკულევანთა მაოტებელი,
გოდოლი მტკიცე, უძლეველი წინაშე პირსა მტერისასა
და მომაუძლურებელი
ცოდვათა ნებისა ძალსა.
ღმრთ. მოვედით, ვადიდებდეთ სამოთხესა