ვითარცა-იგი პირველადვე
ქადაგებდეს ღმრთისმეტყუელნი წინაისწარმეტყუელნი
საშინელსა საიდუმლოსა
ღმრთისა სიტყვისა განხორციელებასა,
აღსასრულსა ჟამთასა
ვიხილეთ აღსრულებად თქუმული მათი –
ვითარცა ყრმაი იშვა ქალწულისაგან
პირველ საუკუნეთა სიტყუაი მამისაი,
უმთავრესი ყოველთა მთავრობათაი,
მას ვადიდებდეთ
მამისა თანა სულით წმიდითურთ!
ვითარცა-იგი პირველადვე
უღაღადა ღმრთისმშობელსა მართალმან სვმეონ:
„შენგან შობილი ესე სიტყუაი
გამოჩნდეს მრავალთა დაცემად და აღდგინებად
და თვით სულსაცა შენსა
განვლოს მახვლმან მწუხარებისამან!
ოდეს-იგი ჰურიათა ჯუარს-აცუეს,
აცხოვნნა მარჯუენით აღმსარებელნი
და დასცნა მარცხენით უვარისმყოფელნი,
მას ვადიდებდეთ
მამისა თანა სულით წმიდითურთ?
საფლავსა დაფარეს დაფლვითა
ბუნებით თვით ნათელი დაუღამებელი
ურწმუნოთა უგულისხმოთა,
ჯუარისმცუმელთა უშჯულოთა უვარისმყოფელთა,
რამეთუ ვერ გულისხმა-ყვეს
უძლეველი ძალი მისი
ხოლო მან შეიცვა ჯოჯოხეთი
და აღდგა საფლავით მესამესა დღესა
და დასცნა, რომელნი ემტერნეს ამაოდ,
მას ვადიდებდეთ
მამისა თანა სულით წმიდითურთ.
შემდგომად მკუდრეთით აღდგომისა
მკსნელისა და მაცხოვრისა ჩუენისა ქრისტესა,
ანგელოზმან ნათლისამან
კარისაგან საფლავისა ლოდი გარდააგორვა,
რაითა მგლოვარეთა მათ
არა ხოლო თუ სიტყვით დაარწმუნოს
ხელმწიფებით აღდგომაი მისი,
არამედ რაითა თუალითაცა იხილონ
საფლავი იგი დაცარიელებული
და სიხარულით
ქადაგებდენ აღდგომასა მისსა.
ნუმცა არს ბრძოლაი ჩუენი, ძმანო,
ხორცთა და სისხლთა ძმათა ჩუენთა მიმართ,
არამედ ვჰბრძოდით ჩუენ მტერთა მათ
უჩინოთა, უხილავთა, სულთა უკეთურთა,
რომელნი გვიმზირიან
სულით და ხორცით წარწყმედასა ჩუენსა
და აწ აღვიჭურნეთ მათ ზედა
ლოცვისა და მარხვისა საჭურველითა,
ვითარცა ახოვანნი სამეუფონი
და სიწმიდისა
მახვილითა ჩუენ დავსცნეთ იგინი!
რაი ვრცელ და ფართო არს გზაი იგი,
რომელი მიიყვანებს კაცთა წარსაწყმედელად,
ხოლო იწრო და საჭირველ არს,
რომელი მიმიძღუების ჩუენ ცხორებად საუკუნოდ,
არამედ მიდრეკილ არს,
კაცთა ბუნებაი ამაოისა მიმართ
და შეუკრავთ ყოველნი მტერსა
საწუთროისა ამის სიყუარულითა,
არამედ შეუვრდეთ სახიერსა ღმერთსა
და მოვაქციოთ
გზათაგან უკეთურებისათა.
სათნო-იყო სიკეთე შენი
მეუფეთა მეუფემან, ქალწულო წმიდაო,
გაბრიელ მთავარანგელოსმან
გიღაღადა: „გიხაროდენ, უფალი შენ თანა“.
შეიწყნარე სიწმიდით
სიტყუაი საშოსა შენსა, უბიწოო,
და ჩუენ უღირსნი გიღაღადებთ:
„გიხაროდენ ოქროისა სასაკუმევლეო,
რომლისაგან ვიყნოსეთ ჩუენ ანგელოზთა
სურნელებაი სულთა ჩუენთა განმასურნელებელი“.
სხუანი. (ხმაი გ)
რომელი უწინარეს
ყოველთა საუკუნეთა იშვა ღმერთი
ჭეშმარიტი ღმრთისაგან ჭეშმარიტისა,
აღსასრულსა ჟამთასა
იშვა ხორცითა უსძლოისაგან დედისა
და აცხოვნა ხატი თვსი, ვითარცა მოწყალე არს.
ჯუარსა ზედა იხილეს,
რომელი არაი სადა ეხილვა
წინაშე მდგომთა მსახურთა მათ ზეცისათა
და ნეფსით თვისით იქმნა
საყუედრელ კაცთა და შეურაცხ უღმრთოთა,
რაითა ცთომისა ყუედრებანი განუქარვნეს ადამს.
განთიად ერთშაბათსა
მოვიდა მაგდანელი მარიამ
მოყუსებითურთ სურნელითა ნელსაცხებლითა
საფლავსა უფლისასა
და იხილეს ლოდსა ზედა ანგელოზი,
რომელმან ახარა უფლისა მკუდრეთით აღდგომაი.
შე-რაი-ვიდეს ქალაქად,
ქადაგებდეს ქრისტეს აღდგომასა,
რომელნი სცვიდეს სამდღე საფლავსა შენსა,
ხოლო მღდელთმოძღუართა მათ
ვეცხლით არწმუნეს სიტყუად ამაოი,
რაითა განთქუან წარპარულად და არაი აღდგომილად.
ამით უფროისად ბრწყინვენ
დღეთა შორის დღენი ესე წმიდანი,
რამეთუ აღიბეჭდნეს მარხვისა ბეჭდითა
და განასურნელებენ
სულთა და ხორცთა მარხვის მოყუარეთასა
და მოატყუებენ ანგელოზებრივსა ცხორებასა.
წარმავალ არს სიმდიდრე
ამაოისა ამის ცხორებისა
და დაუდგრომელ არს ჟამი წელთა ჩუენთაი,
ამისთვის ჯერ-არს ჩუენდა
ძიებად საუკუნოი-იგი ცხორებაი
და მოგებად წარუვალი ხელითა გლახაკთაითა.
რომელი პირველითგან
იყო სიტყუაი მამისა თანა
აღსასრულსა ჟამთასა ხორცითა გვიშვა ჩუენ
დედამან და ქალწულმან
სძალმან უქორწინებელმან – მარიამ
და წარმიძღუა ჩუენ ცხორებისა გზასა ჭეშმარიტსა.