მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

იოანე მინჩხი

 

მარხვანი

დიდი მარხვის პირველსა შაბათსა წმიდათა მარხვათასა.

მწუხრი. სხუანი”

ძლ. პირველითგან იყო

 

პირველითგან იყო
სიტყუაი მამისა და ღმრთისა თანა,
უჟამოდ შობილი,
ღმერთი, ღმრთისაგან გამოსრული,
ნათელი – ნათლისაგან,
განკაცნა ჩუენისა ცხორებისათვის,
ივნო უვნებელმან ხორცითა ჩუენთვის
და მოკუდა უკუდავი კაცობრივ,
რომელმან აღუთქუა მეგობართა თვისთა
შესუმად ცხოველსმყოფელი სასუმელი
ვნებათა მათ მისთაი
და მის თანა მარადის სუფევაი,
რომელთა ხატ ექმნა
ახოვანი მოწამე თეოდორე
და მის თანა იდიდა აღთქუმისაებრ.

აღეგზენ ცეცხლითა
საღმრთოისა შურისაითა, მოწამეო,
და განჰხურდი, მხნეო
თეოდორე, ქრისტეს სიყუარულითა.
ამისთვს მოიძაგე
წარმავალისა საწუთროისა სუფევაი
და ყოველსავე უწოდე ნაგევად,
რაითა ქრისტე შეიძინო
მხოლოი, უსასყიდლოდ იგი საფასე,
სოფლისა განმამდიდრებელი,
და მოჰკუედ შენ მისთვის,
რომელი ნეფსით მოკუდა ჩუენთვის,
უკუდავი – მოკუდავთათვის.
და აწ ცხოველ ხარ მის წინაშე,
ნათელსა მას შინა უსხეულოსა.

ვითარცა მთიები,
სამყაროსა ცათასა განჰბრწყინდი
და ელვარებამან
ღუაწლთა შენთამან, მოწამეო,
განანათლნა მხცინვარედ
კიდენი სოფლისანი, ახოვანო,
რამეთუ ძალი საღმრთოი გაქუნდა შემწედ,
რომლითაცა განსძლიერდი
და აღუდევ ცეცხლი ღმერთთა მტყუვართა,
რომლითა დასწუენ კერპნი მცბიერნი
და თვთ შეიწირე
მსხუერპლად ცხოველად, სათნოდ ღმრთისად
მრგულიად-დასაწუველად
და ჰსუფევ უხორცოთა თანა,
მას ევედრე ცხორებად სულთა ჩუენთათვის.

 

სხუანი. ა გუერდი
ძლ. სუფევს ღმერთი წ

 

დღესა ამას ღმრთივ ბრწყინვალესა,
მორწმუნეთა საგალობელსა,
სახსენებელსა მოღუაწისა
თეოდორესსა კრებულნი მორწმუნეთანი
საღმრთოითა შესხმითა
ვადიდებდეთ სიხარულით
და ვაქებდეთ სიმხნეთა მისთა.

შეგშურდა შური აბელისი,
ღვაწლით შემოსილო თეოდორე
და მსხუერპლთა მათ წილ ცხოვართაისა,
სული შენი შესწირე მსხუერპლად ცხოველად
და უბიწოდ ზუარაკად
ცეცხითა წამებისაითა
და ქრისტეს თანა ჰსუფევ მარადის.

მეუფისა მის უკუდავისა
მხედარ იქმენ, ღუაწლისა მძლეო,
ხოლო მოკუდავისა მეფისა
მხედრობაი განიშორე, მხნეო თეოდორე,
და წარსდეგ წინაშე
საყდარსა უსჯულოთასა
და ჰქადაგე ქრისტე ჯუარცუმული.

ნაყოფი მარხვისა ჩუენისაი,
ღმრთისა სიტყუაო, შეიწირე
და ლმობიერებით ვედრებაი
ჩუენ, უღირსთა მონათა შენთაი, მიითუალე
და წყალობა ყავ ჩუენთვს,
მოწყალე, მეოხებითა
ახოვნისა თეოდორესითა.

 

ღმრთ. საღმრთოსა ტაკუ

 

სხუანი. დ გუერდი
ძლ. მოვედითნი

 

მოვედით, მორწმუნენო,
სულიერითა ქებითა
ერთობით პატივ-ვსცემდეთ
მოღუაწესა უძლეველსა,
მოწამესა ჭეშმარიტსა,
გვირგვინითა შემკობილსა
თეოდორეს,
ქრისტეს მქადაგებელსა,
მთიებსა მას
ბრწყინვალესა, პირმეტყუელსა,
რომლისა ბრწყინვალებითა განქარდა ძალი
უღმრთოებისაი,
ბნელი – კიდეთაგან სოფლისათა,
რომელი
ბრძოლასა მტერთა ბოროტთასა
ახოვნად გამოჩნდა
და შეიმოსა
გვირგვინი ძლევისაი ქრისტესგან.
ამას უგალობდეთ,
ღუაწლით შემოსილო თეოდორე,
მეოხ გუეყავ სულთა ჩუენთათვის.

საღმრთოისა მის შურისა
სახუმილითა ეგზებოდა
ახოვანი მოწამე
და დაწუნა ღმერთნი მტყუვარნი,
რამეთუ შეიმოსა მან
ძალი საღმრთოი ზეგარდამო,
და იქმნა
მსხუერპლად შესაწირავად
სათნოდ ღმრთისად,
და სახუმილისა მდუღარებაი
ახოვნად დაითმინა ქრისტეს ღმრთისათვის,
რომლისათვისცა
გვირგვინი ძლევისაი შეიმოსა
და ზეცას,
ანგელოზთა თანა იშუებს, ვითარცა
აღუთქუა ქრისტემან
და ვედრებასა
ჰყოფს მაქებელთა მისთათვის.
ამას უგალობდეთ,
ღუაწლით შემოსილო თეოდორე,
მეოხ გუეყავ სულთა ჩუენთათვის.

ყოველივე დიდებაი
ამაოისა საწუთროისაი
მოიძულა ახოვნად
და შეიყუარა ჯუარცუმული
ქრისტე ღმერთი ცხოველი
და მცნებისაებრ მისისა.
აღიღო
ჯუარი და შეუდგა მას
მოსწრაფებით,
რომლისა ვერ შემძლებელ იქმნა
განშორებად ქრისტეს სიყუარულისაგან
ტანჯვაი მძლავრთაი მათ,
საპყრობილე, ცეცხლი და მახკლი –
არამედ
ყოველი შეძინებაი ძვირთაი
სიმხნით შეურაცხ-ყო,
მსგავსად სიზმრისა
და იშუებს წინაშე ღმრთისა.
ამას უგალობდეთ,
ღუაწლით შემოსილო თეოდორე,
მეოხ გუეყავ სულთა ჩუენთათვის.

 

ღმრთ. მოვედით, მორწმუნენო, ღმრთისმშობ