დამნთქა მე, ვითარცა ბრპენი
ჰამადთა სიმრავლემან
წყუდიადისა უფსკრულთა,
რამეთუ ვერ. გულისხმა-ვყავ
მარხვისა იგი ნიჭი,
ჭეშმარიტად ფრთოვანმქმნელი სულისაი.
სინანულისა ყუავილი
დააჭნვის საწუთროისა
გემოთა სიყუარულმან,
ხოლო მარხვისა ნაყოფმან
და სიწმიდისა მადლმან.
კუალად აღაყუავილნის სულნი და ხორცნი.
მხდომ არიან ურთიერთარს
შინაგან გონებისა
კეთილი და ბოროტი.
წევეწინეთ კეთილსა მას
მარხვითა და ლოცვითა.
და განვდევნოთ ბოროტი სულთა განმხრწნელი.
წარემართენ ლოცვაი ჩუენი,
ვითარცა საკუმეველი,
შენ წინაშე, უფალო,
და მომეც ჩუენ საფარველად
ძლიერი საჭურველი,
ცხოველი ჯუარი შენი პატიოსანი.
სხუანი ( ხმაი ბ გუერდი)
ძლ. უფალო, სახსენებელსა მოწ
უფალო, ვისმე აუვარნე დაფარულნი
შინაგანისა ჩემისანი,
რომელნი ვერაი შესაძლებელ არიან
ცხადად საანჯმნო ყოფად
წინაშე კაცთა,
გარნა შენ, რომელმან უწყნი.
საიდუმლონი.
უფალო, უწყნი შენნი სახიერებანი,
რამეთუ ძვირუხსენებელ ხარ,
დაღაცათუ რისხვით გუამხილნი ცოდვანი,
არამედ სიტკბოებით
ნუგეშინის-გუცი
და არაი მოგუაგი საქმეთაებრ
მამაო ტკბილო.
უფალო, ხატად შენდა დაგიბადებიეთ
ხელითა და არაი სიტყვითა!
ნუ იხილავ ცოდვათა ჩუენთა მრავალთა,
ნუცა აღსწერ საქმეთა
ჩუენთა ბოროტთა,
არამედ უგულებელს-ყვენ
და დაივიწყენ.
ქრისტემან დაადგინა ქერობინი დაცვად
გზისა მის ხისა ცხორებისა,
ხოლო რაჟამს ამაღლდა ძელისა ჯუარსა
მომცა ყოლად მფარველად,
სასოდ და ძალად,
ბეჭდად და საღმრთოდ საჭურველად
მოსავთა თვისთა.
ღმრთ. უფალო, მთისაგან