მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

იოანე მინჩხი

 

მარხვანი

დიდი მარხვის მეორესა სამშაბათსა.

მწუხრი. სტიქარონი.

სხუანი. ხმაი დ

ამაო არს ცხორებაი ჩუენი,
ვინაითგან დაჰხსნის მას სიკუდილი
და ცუდად ხატად ვალს კაცი,

ამაოდ შურების, იუნჯებს

და არა უწყის, ვისსა იყოს იგი.

ჯერ არს ჩუენდა გულისხმისყოფაი
და ზრუნვა ცხორებისა საუკუნოისაი!

 

მეკიცხევს ჩუენ საწუთროი ესე,
რომელთა არაი გულისხმა-ვყავთ
დაუდგრომელობაი მისი

და მაცთუნებს ჩუენ მარადის
ღონითა მით გემოთა მისთაითა
და ამაოსა მაჯერებს,

ვითარცა ღამე სიზმარი მძინარეთა.


ნუ გულის წყრომით მამხილებ ჩუენ,
ნუცა რისხვით მსწავლი ჩუენ, ქრისტე,
რამეთუ არაივინ არს

უცოდველ წინაშე შენსა –

ხორციელი ქუეყანასა ზედა,

არამედ ვითარცა ჩუენ გესავთ,

ეგრეთ იყავნ წყალობაი შენი ჩუენ ზედა!


ზეცისა ერთა სიხარულო

და ქუეყანისა კაცთა სიქადულ,

ყოველთა ადამეანთა.

ნათელო და დიდებაო,

ქალწულო და დედაო ქრისტესო,
რომლისაცა აწ წინაშე სდგა შენ

ითხოვე მისგან სულთა ჩუენთათვის ცხორებაი!

 

სხუანი. ხმაი დ

ძლ. რომელი მოხუედ ზეცით.

 

ცანი ეგე მაღალნი.
ბრძანებით მოსდრიკენ, ქრისტე,
მოხუედ და მასწავე
სიმდაბლე და სინანული
და მარხვაი და ლოცვაი და სიწმიდე საწადელი.

 

რომელმანცა აღგზარდა

ვითარცა ყრმაი ჩჩვილი, ქრისტე,

და მეოხ არს ჩუენთვის,

მიიღე ვედრებაი მისი

და წყალობა ყავ ჩუენთვის, მრავალმოწყალე.

 

რომელი სცავ ყოველთა.
ხილულთა და უხილავთა,
დამიცვენ მონანი

შენნი მაცთურისა მისგან
მტერისა ბოროტისა ბელიარისა.

 

დაამტკიცე გონებაი
ჩემი ჯუარითა შენითა
|ქრისტე, ღმერთო ჩემო,
მცნებათა შენთა ალაგსა,
რაითა არა მივდრკე გზასა ცოდვისასა.

 

შეგცოდე უბადრუკმან
წარმდებებითა ჩემითა,
ქრისტე სახიერო,

შემიწყალე და მიხსენ მე

ცეცხლისა მისგან უშრეტისა, მწარისა.

 

ძალითა ჯუარისაითა,
მაცხოვარ, განგუაძლიერენ
ჟამსა მარხვისასა

სათნოდ შენდა აღსრულებად
და ღირსებით ხილვად აღდგომასა შენსა.


ღმრთ. რომელმან ჰშევ.