გუამცნო ჩუენ ქრისტემან –- დღისი გლახაკთ მოწყალებაი.
ხოლო ღამე –- გალობაი სახელსა მისსა.
და მიბრძანა ჩუენ,
რაითა ვიყუარებდით ურთიერთას
და ამით –– ყოფაი მისი ჩუენ თანა;
რაიღა-მცა იყო.
უფროისი სიხარული,
ვინაითგან იყოს მოწყალებით ჩუენ თანა ღმერთი?!
დავიცვნეთ სიწმიდით ხორცნი,
რაითა იყვნენ ტაძარ მისა,
რამეთუ ჯერ არს ყოვლადვე სიწმიდე
ტაძრისა საღმრთოისაი!
დასაბამი ხორცთა სიწმიდისაი მარხვაი არს მარადის,
რომელი მოაკუდინებს ნებასა მათსა;
მერმე სიმშვდე
სამკვდრებელი არს სულთა მართალთაი და
აღამაღლებს მომგებელთა მისთა;
ხოლო წინაშე.
ღმრთისა შემყვანებელი არს
წყალობით მიხედვაი გლახაკთაი ქველის საქმითა
და ლოცვაი მცველი არს
და კიბე, ცად აღმყვანებელ,
რომლითა მივეახლებით ღმერთსა
მრავალმოწყალესა.
ახლოს არს, ძმანო, ჟამი სიკუდილისა ჩუენისაი,
ხოლო ჩუენ გუძინავს უდებად საცხოვართაებრ
და არა ვზრუნავთ
საშჯელისათვს საშინელისა,
რომელი ყოფად არს საუკუნესა,
დამბადებელო.
და თვთ დაუბადებელო,
რომელი დაბადებულთათვის მოხუედ ქუეყანად,
შენ უწყნი უძლურებანი
ბუნებისა ჩუენისანი,
გვიხსნენ სატანჯველთაგან მრავალთა,
მრავალმოწყალეო!
გიხაროდენ, განმაქარვებელო ყუედრებისაო
და წყევისა მის პირველისა კურთხევად
შემცვალებელო,
გიხაროდენ, ხსნაო ევაის ტომთაო,
გიხაროდენ, შემაერთებელო
ანგელოზთა და
კაცთაო მგალობელად შენდამი,
გიხაროდენ, ნათლისა უკუდავისა მშობელო,
გიხაროდენ, სიმტკიცეო
და ზღუდეო მორწმუნეთაო,
მოსავთა შენთა მეოხ გუეყავ
წინაშე უფლისა!
მეორესა ორშაბათსა. მწუხრი, უფალო ღაღატყავსა
სხუანი. ხმაი გ
ნუმცა ვემსგავსებით, ჰოი ძმანო,
ხეთა მათ ზამთრისათა უნაყოფოთა,
ფურცელ-დაცვივნებულთა ბელეკონთა,
რაითა არაი მოვიღოთ ჩუენ პატიჟი იგი
უნაყოფოისა მის ლეღვისაი,
რომელი წყევით განახმო ქრისტემან,
არამედ ნაყოფიერ ვიქმნნეთ!
ვითარცა-რაი საჭურველი
მფარველ ექმნის ხორცთა ახოვნისათა
დღესა ბრძოლისასა მახვილისაგან –
ეგრეთვე სცავს მარხვაი და ლოცვაი სულთა ჩუენთა
მახვილთაგან უხილავთა
მტერთა მათ ბოროტთა უჩინოთაისა
და განაწონებს გულთა მათთა.
ვითარცა-რაი წყალმან ცეცხლი
მოტყინარე დაშრიტის მეყსეულად
და განაგრილის სიმხურვალე მისი –
ეგრეთვე წყაროი ცრემლთაი დაშრეტს ცოდვისა ალსა
და განაგრილებს ყოველსა
სიცხესა ხორცთა მჭურვალებისასა,
რომელნი ცრემლით ინანიან.
მაცთურისა სანადიროი,
საწუთროისა გემოთა სამჭედური
გემოთმოყუარებითა მუცლად ვიღე
და მით მოიწყლა სასიკუდინედ სული ჩემი,
ხოლო რაჟამს შეიმოსნა,
ვითარცა სამჭედურმან, ხორცნი ჩემნი,
ღმრთეებამან აცხოვნა სული ჩემი.
ვინმცა მოსცა თავსა ჩემსა
წყალი და თუალთა ჩემთა – წყაროი ცრემლთაი?
და ესრეთ ვტიროდემცა დღე და ღამე
ლმობიერად, გულსმოდგინედ წინაშე ღმრთისა,
ნუუკუე გან-მცა-ვიბანე
შეგინებული ესე გუამი ჩემი
და განვაბრწყინვე სული ჩემი.
დამიმონა მე ცოდვამან
და არღარა ძალ-მიც ყოფად კეთილისა,
რამეთუ თვით შევაპყარ თავი ჩემი,
ვითარცა ტრედი, მახესა მას მტერისასა.
გევედრები, ქრისტე მხსნელო,
იხსენ საბრხეთა მისთაგან სული ჩემი
და განარინე სიკუდილისაგან.
ქერობინთა უაღრესო
ცათა უვრცელესო, სძალო ღმრთისაო,
დედობრივთა წესთა გარეწარსულო,
უმამოდ და უხრწნელად მშობელო ქრისტესო,
რომელი სთქუ – აღესრულა,
რამეთუ გნატრიან ქუეყანისანი
და იდიდები ზეცისათაგან!