მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

იოანე მინჩხი

 

მარხვანი

დიდი მარხვის მეორესა ოთხშაბათსა.

მწუხრი. სტიქარონი.

ხმაი ა გუერდი

ძლ. სუფევს ღმერთი წარმართ.

 

ანგელოზთა მოდასენო.

ერნო, ნათლითა შემოსილნო,
აღვასრულოთ მცნებაი უფლისაი.

და განუღოთ ჩუენ გლახაკთა სიხარულით
კარი სენაკისაი.

და განმიღოს ჩუენ ქრისტემან.

კარი წყალობისა თვსისაი.

 

მივემსგავსნეთ დედაკაცსა მას

სატირისა მეძიებელსა.

და გულსმოდგინედ ძიება ვყოთ

მადლსა წარწყმედულსა ტალანტისასა

და ვპოვოთ რაი იგი,

მხიარულ იქმნენ ჩუენ თანა

ანგელოზნი მაღალთა შინა.

 

ათორმეტთა ქრისტეს სანთელთა,
ბნელისა განმანათლებელთა,

შვდნი ესე კვირიაკენი,

ვითარცა შვიდნი სუეტნი სამეუფონი,
აღჰმართნეს მადლითა

სართულსა სამყაროისასა
სიმტკიცედ ყოვლისა სოფლისა.

 

ღმრთ. „გიხაროდენ, გიღაღადა შენ მახარებელმან“

 

 

სხუანი ( ა გუერდი)

ძლ. რაჟამს შევიდეს მეუფე

 

შევსცეთ, მაცხოვარ,
მე, ვითარცა ცხოვარი,

და თვით განვვარდი
სამწყსოთა შენთაგან, სახიერ,

და შთავვარდი მე წყუდიადისა გულსა.
შემიწყალე, მხსნელო,

აღმომიყვანე,

და მომაქციე და განმაახლე.

 

მპოვა გარეშე.
ბაკსა მას ცხოვართასა

მხეცმან ბოროტმან

და განმაწონნა შუვანი მისნი

და მომწყლა სასიკუდინედ შურისგებით.
მომხედენ წყალობით,

მწყემსო კეთილო,

და მიხსენ მისგან ცხოვარი შენი.

 

აჰა ესერა

მდგომარე არს ჩუენ შორის

თავი ბოროტთა

და გუესრის ისრითა ნაყროვნებისაითა
და ჰნებავს უწყალოდ განგურემაი ჩუენი,
ხოლო ჩუენ მიუპყრათ

ფარი მარხვისაი,

ჭური მადლისაი, მცველი სულისაი.

 

ღმრთ. შენ, სიქადულო.