ნათელი დაუღამებელი
ნათლისაგან თუალთშეუდგამისა მოსრული
შევიდა საშოსა სულმცირისა მის ღრუბლისასა
(და მისგან გამოგუბრწყინდა ჩუენ
ღმერთი სრული შემოსილი კაცებითა
ერთი გუამი ორითა ბუნებითა
და მოსცა ადამიანთა
მადლი მაღლით გარდამო
და ხელმწიფებაი ნაშობ ღმრთისა წოდებისაი,
რომლითა გამოვიხსნენით
მონებისაგან მტერთა ჩუენთაისა.
ნათელმან დაუღამებელმან
დაბადებულთა დაბადებისა მიზეზმან,
ოდეს-იგი მოციქულთა მთასა ზედა თაბორსა
უჩუენა დიდებაი ღმრთეებრი,
მაშინ ვნებაიცა იგი კაცობრივი,
რომელი ყოფად იყო, აუწყა მათ
მოსეს და ელიაის მიერ,
რომელნი ეტყოდეს მას,
რაი-იგი შემთხუევად იყო იერუსალემს
ხელითა ჰურიათაითა,
დაბადებულთა ცხორებისათვის.
აღჰმართეს ძელი ცხორებისაი
მთასა მას ზედა გოლგოთისასა უღმრთოთა
და ითხოვდეს პილატესგან, რაითა ჯუარს-აცუან მხსნელი
და ყოლად განძლიერდებოდეს
წარწყმედისა მათისა იგი ხმანი,
ხოლო მან მისცა მათ ნებასა მათსა
საუკუნეთა მეუფე
და შეირაცხა იგი,
ვითარცა უშჯულოი შორის უშჯულოთასა
საკვირველთმოქმედი ღმერთი,
მკსნელი და ცხორებაი სულთა ჩუენთაი.
იოსებ და ნიკოდემოს
მოიღეს ალოი და ალაბასტრი დიდძალი,
მოითხოეს პილატესგან წმიდაი გუამი უფლისაი
და გარდამოჰხსნეს მათ ძელისაგან
და დადვეს ახალსა მას სამარესა,
რომელმან ხელმწიფებით განაღვიძნა ყოველნი,
ბნელსა შინა მძინარენი
სიკუდილისა აჩრდილთა,
საღმრთოითა ნათლითა განაბრწყინვა ყოველნი,
აღდგა მესამესა დღესა
და აღმავსნა ჩუენ სიხარულითა.
ვიდოდით ძალითიძალად
ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა,
ვიქცეოდით ანგელოზთა წესითა სოფელსა შინა,
რამეთუ დაბადებულნი ვართ
ხატად და მსგავსად ღმრთისა ცხოველისა
და ყოლადვე უცხო არს ცოდვაი ჩუენ შორის
და ხორცნი ჩუენნი -- ტაძარნი
სულისა წმიდისანი –
მარადის მარხვითა აღვიკრძალნეთ სიწმიდით
და ძრწიანმცა გულნი ჩუენნი
საუკუნოისა საშჯელისაგან!
მაცთუნა მტერმან ბოროტმან
და მომაკუდინა უკუდავად დაბადებული
გარდასლვითა მცნებასა მას დამბადებელისა,
რამეთუ შევიწყნარე სიტყუაი
მტყუვარისაგან, რომელი-იგი მრქუა მე,
ვითარმედ: ღმერთ იქმნე ყოველსა ზედა!
ხოლო შემოქმედმან ჩემმან
არაი უგულებელს-მყო,
არამედ წყალობით აღმადგინა მომწყდარი
და მამცნო წყლულებათათვის
მარხვაი და ლოცვაი საკურნებელად.
ტაძრისა დაკრძალულისაგან
და ყოლად შეუვალისა კაცთა მიერ
გამოვიდა კაცი სრული გუამოვნებითა
სიტყუაი ღმრთისაი განკაცებული
და ვითარცა შესლვასა არაი განეღო,
ეგრეთვე გამოსლვასა არაი აგრძნა
დედობრივმან ბუნებამან,
და არცა ქალწულებამან,
რამეთუ ჰფარვიდა მას ზეცით ძალი მაღლისაი
და აწ აქუს მადლი მეოხებად
წინაშე ღმრთისა სულთა ჩუენთათვის.
მწუხრი. ხმაი ბ
ძლ. გუნდი მარტვლთ
მოვედით, ძმანო,
შეუვრდეთ ღმერთსა სინანულით
და ცრემლით და სულთქუმით ღაღად-ვყოთ მისა მიმართ ლმობიერად:
„ჰოი მამაო ზეცათაო, მოგუხედენ ლოცვათა ჩუენთა
და მოგუმადლე მშვდობაი, შენ, მრავალმოწყალე“.
რაჟამს დიდებით
ღრუბლითა ნათლისაითა და ბევრეულითა
ანგელოზთა გუნდითა საშინელებით მოხვიდე ზეცით,
მეუფეო, განსჯად ყოველთა, მას ჟამსა წყალობა ყავ
ჩუენთვის, სახიერ, და დაფარენ ცოდვანი ჩუენნი.
მოვიძულოთ ჩუენ.
სოფელი ესე, რამეთუ წარმავალ არს
და დიდებაი მისი, ვითარცა რაი აჩრდილი, განქარდების.
ამისთვის ჯერ-არს ჩუენდა ძიებაი სასუფეველისაი,
რომელი ჰგიეს მარადის უცვალებელად.
ღმრთ. ქრისტეს დედაო.
სხუანი. ხმაი გ
გულისკმა-ვყოთ
ამაოებაი ჩუენი,
რამეთუ ყოველნი მოკუდავ და მიწა ვართ
და ჟამნი ჩუენნი –- ვითარცა სიზმარნი
და არაი ვერჩდეთ ჩუენ
წუთსა ამას ცხორებასა,
რამეთუ ვითარცა აჩრდილი წარვალს
და ვითარცა მტუერი ქუეყანისაი განიბნევის.
შევინახნეთ
საწუთროისა საბრხენი,
ვითარცა მტერისა ბადენი განფენილნი
პირსა ქუეყანისასა და დავიმდაბლნეთ
თავნი ჩუენნი საღმრთოითა
მით სიმდაბლითა, რომლითა
განვერნეთ ღა დავიცვნეთ უვნებელად
და არაი შევითხინეთ სასიკუდინედ მას შინა.
განვიცადნეთ
მაცთურისა საქმენი
და უწყინოდ წყობანი მისნი,
მარადის გვიმზირის ჩუენ, რაითა გუპოვნეს
უდბად და დაგუცნეს მწარედ
და უწყალოდ, არამედ ვეწყვნეთ
მარხვითა და ლოცვითა და მღვიძარებითა
და ჩუენ დავსცეთ იგი შეწევნითა ქრისტესითა.
დაღაცათუ
გონებათაგან ჩუენთა
ეერ შესაძლებელ არს ჯეროვნად მოგონებად
და ღირსებით ქებად შენდა, ქალწულო,
წმიდათა უწმიდესო,
ნათელო სულთა ჩუენთაო,
მშობელო შემოქმედისა ღმრთისაო,
არამედ არაივე დავდუმნეთ ჩუენ ქებად შენდა.
სხუანი. სტიქარონი. ხმაი გ
ძლ. ნუმცა ვემსგავსე
ქრისტეს მორწმუნენო ერნო,
განვაბრწყინენეთ სულთა ჩუენთა ლამპარნი
ლოცვითა და გლახაკთმოწყალებითა
და მარხვითა და სიწმიდითა კორცთა ჩუენთაითა
და ცრემლითა სინანულისაითა
გულსმოდგინედ შეუვრდეთ და ვითხოვდეთ
ქრისტესგან დიღსა წყალობასა.
ვითარცა სახიერ ხარ, ქრისტე,
და სულგრძელ, მრავალმოწყალე და ჭეშმარიტ,
ნუ მიხედავ რისხვით ბრალეულთა მათ,
არამედ მიხედენ მათ, რომელნი სიმართლით
მოქალაქობენ შენ წინაშე
და ლოცვითა მათითა წყალობა ყავ
ყოველთათვს შეცოდებულთა.
შეიწირე, ქველისმოქმედ,
უღირსი ესეIლოცვაი ცოდვილთაი ამათ,
მუჭლთმოდრეკაი, სულთქუმაი და სინანული
და აჭოცენ სიმრავლენი ბრალთა ჩუენთანი
და განმათავისუფლენ ჩუენ
ყოველთაგან შეცოდებათა ჩუენთა,
კეთილთა წინამძღუარო ქრისტე.
სხუანი. ა გუერდი
ძლ. რაჟამს შევიდეს
განშორებული
შვილებისაგან შენისა,
ჰოი სახიერო
მამაო, და დამონებული
გულისთქუმათა ბოროტთა მძლავრებასა.
კუალად შემიწყნარე
შენდა მოსრული,
ვითარცა-იგი უძღები შვილი.
მივემსგავსე მე
უნაყოფოებითა
ლეღუსა მას და ვქმენ
ნაყოფი ცოდვისაი, მომატყუებელი
ცეცხლისა მის უშრეტისაი, არამედ
შენ, უფალო ღმერთო,
ღირს მყავ ნაყოფსა
იწმიდისასა შეწირვად შენდა.
იმარხევდი შენ,
სულო ჩემო, ყოვლისაგან
შეცოდებისა,
განდევნე რისხვაი და ძვირის-ხსენებაი,
შური და მტერობაი, ვნებაი საეშმაკოი,
რამეთუ იესუს
კაცთმოყუარესა
ესევითარი მარხვაი სათნო უჩნს.
ღმრთ. შენ სიქადულო