მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

იოანე მინჩხი

 

მარხვანი

დიდი მარხვის მესამისა ხუთშაბათსა.

მწუხრი, უფალო ღაღატყავსა. სხუანი. ხმაი გ გუერდი.

ძლ. ნუგეშინისმცემე

ღმერთი ცხადად მოვიდეს,
ღმერთი ჩუენი და არაი მდუმრიად,
რამეთუ
მოუწოდოს ზეცასა და ქუეყანასა განკითხვად
და ცეცხლი დაუშრეტელი
შესწუვიდეს ყოველთა ცოდვილთა.

 

რაჟამს დასცენ საყვირსა
აღდგომისასა ქადაგთა ძლიერთა
და წარვდგეთ
ყოველნი შენ წინაშე საშინელსა მას კრებას: ––.
მას ჟამსა ნუგეშინის-გუეც,
მართალთა ნუგეშინისმცემელო.

 

ვხედავთმცა გონებითა
ყოფადსა მას ჟამსა საშინელსა
და ორკერძოვე საქმეთაებრ სამართლად მისაგებელსა,
ნათელსა დაუვსებელსა
'და ბნელსა განუნათლებელსა,
უწინარეს გამოჩნდეს.
სასწაულად უფლისა მოსლვასა ––
ელვარედ
ძელი ცხორებისაი უბრწყინვალეს ნათელსა მზისასა,
მაშინ განჰკრთენ ურწმუნონი
და განმხიარულდენ მორწმუნენი.

 

უბიწოო მარიამ,
სასოო და სიქადულო ჩუენო,
რომელთა
არაი აღგიარონ ღმრთისმშობელად –– არა იხილონ
ნათელი უკუნისამდე
და უკუნითი უკუნისამდე.

 

ღმრთ. ნათელი ჭეშმარიტი.

 

 

მესამისა კვირიაკისა ხუთშაბათსა. მწუხრი. სხუანი.
(გ ბუერდი)

ძლ. დღეს აღდგა ქრისტე

 

ძილი –– მოძმე სიკუდილისაი.
მსგავსად მისსა დამფლავს ჩუენ
ყოველსა ღამესა და დამაჭირვებს
ხორცთა შესულებითა ლოცვისა ნიჭსა.

 

მარხვამან განდევნის მძიმე

სენი იგი ძილისა

და მოსცის სინათლე სულსა და ხორცთა
და სიმხნე ლოცვისაი ღამესა შინა.

 

ვიღვიძებდეთ, მოღუაწენო,

ღამე ყოველ ერთობით

მარადის ლოცვითა, რაითა მოვიღოთ
დიდი იგი ნიჭი –– წყალობაი ღმრთისაი.

 

მომეც ჩუენ, უფალო, ძალად
ჯუარი შენი ძლიერი,
რაითა მით დავსცეთ ჩუენ ძალი მტერისაი.

და ღაუცხრომელად გადიდებდეთ შენ.

 

ნუ დასცხრები ვედრება(სა),

წმიდაო დედოფალო,
მარადის წინაშე ძისა შენისა,
რაითა გუფარვიდეს ჩუენ ყოველსა ჟამსა.

 

ღმრთ. შენ გნატრით ყოლად წმიდაო.