მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

იოანე მინჩხი

 

მარხვანი

დიდი მარხვის მესამისა პარასკევსა.

მწუხრი, სხუანი. დ გუერდი.

ძლ. ქრისტეს მოწამენი ყოველთა

ქრისტეს მორწმუნენო,

ჰრული ბოროტი განვიშოროთ ჩუენ

და ეიღვიძებდეთ გონიერებით,

რამეთუ აჰა აწ არს ჟამი

კეთილისა სინა[ნულ]ისაი,
რაითა განვერნეთ სატანჯველთა.

 

ხმა-ვყოთ კელგანპყრობით

და ცრემლით და სულთქუმით ღმრთისა მიმართ,
რაითა მოწყალე გუექმნნეს და გვიხსნნეს
საბრხეთაგან ეშმაკისათა ––

ბოროტთა მრავალსახეთა ––

და მოგუმადლოს დიდი წყალობაი.

 

გოლიათ ვექმნნეთ ჩუენ,

ვითარცა დავით წინააღმდგომსა

და სიმხნით ძლიერად ბრძოლა უყოთ მას,
რომელი მეწყვების მარადღე
წინააღმდგომი ბოროტი

და ნუ მოშიშ და მეოტ ვიქმნებით.

 

აღვიღოთ ჩუენ მარხვაი

ამათ წმიდათა დღეთა სურნელთა
არაი ხოლო თუ ჭამადთაი ოდენ,
არამედ შესმენისაცა

და ძვრის-სიტყვაი, რამეთუ

ესე ყოველი სძაგს უფალსა.

 

ჟამი არს კეთილთაი,

არე მარხვისაი, ღმრთისმოყუარენო,
რამეთუ ამან გამოაჩინა

მოსე ღმრთის მხილველად და ყოველნი

წმიდანი და ღმრთისმეტყუელნი
ღმრთივ ბრწყინვალე და საჩინო ყვნა

 

ღმრთ. ქრისტეს დედა იქმენ