პატივსა შინა ვიყავ მე.
ტკბილისა მის მამისასა
უგულისკმოი ესე და სიბრმით განვვარდი
დიდებისა მისგან მაღლისა,
და სიმდიდრე მადლისაი
წარვაგე და შეუღეგ
ბოროტსა მოქალაქესა,
ხოლო აწ კუალად –-
მოვიქცე და ღაღად-ვყო:
„შეგცოდე შენ,
8 მამაო ზეცათაო,
შემიწყალე უძღებისაებრ“.
შეგცოდე, ღმერთო, შეგცოდე,
აღვიარებ მე ცოდვათა
და ვერ ვიკადრებ ახილვად თუალთა ზეცად,
რამეთუ მიერ დავეცი მე.
და უბადრუკ ვიქმენი,
ვცოდე ცად მიმართ, ქრისტე.
სახიერ, და წინაშე შენსა,
–
წოდებად შვილად შენ(და),
მყავ მე, ვითარ.
ერთი მუშაკთა შენთაგანი,
მაცხოვარ და შემიწყალე მე.
არაი მიჯმს შემასმენელ,
რამეთუ შემასმენელად.
ჩემდა შეცოდებანი ჩემნი გამოჩნდეს,
და შემწამებელად ჩემდა არს.
სიშიშულე ჩემი, რომელ
მაჭუს კეთილთა საქმეთაი,
ამისთუს ვჭმობ შემუსრვილი:
მამაო ტკბილო,
ძეო მხოლოდშობილო.
და წმიდაო
სულო, ყოვლად დიდებულო,
შემიწყალე და შემიწყნარე!“
ღმრთ. საღმრთოთა წერილთა
სხუანი. სტიქარონი. ხმაი დ
ძლ. ამაო არს ცხორებაი ჩუენი
რაი-მე შევწიროთ შენდა, ქრისტე,
ანუ ვითარმედ გაქებდეთ შენ?!
რამეთუ გარდაემატნეს
სახიერებანი შენნი
ჩუენდა მომართ-შენთა მორწმუნეთა,
უხუად გვიღუწი სოფელსა შინა
და კუალად მომცემ უხრწნელსა ცხორებასა.
მაცთური იგი ჩუენი, მხსნელო,
რისხვით დასწყევე ედემს შინა,
ხოლო ჩუენ გამოგვიყვანენ.
რამეთუ ვისმინეთ ცთომით
მისი იგი განმხრწნელი განზრახვაი,
არამედ რაჟამს განჰკაცენ
მოჰკალ იგი და ჩუენ მუნვე დაგუამკვიდრენ.
აჰა ესერა ვხედავთ ჩუენ,
რამეთუ მზისა აღვსებასა.
მოაკლდა აჩრდილი ჩუენი ––
ეგრეთვე მსწრაფლ მოაკლდების
მცირედ ჟამისა ყოფაი ესე ჩუენი!
შეგვიწყალენ ჩუენ, სახიერო,
და მომეც საუკუნო იგი ცხორებაი.
ღმრთ. ზეცისა ერთა
სხუანი. ხმაი დ
ძლ. სამგზის სანატრელ
ჰბრძანე შენ, ქრისტე, სიძულილი
წარმავალისაი ამის,
ხოლო წარუვალისა
მის სუფევისა – მტკიცე სიყუარული,
არამედ ჩუენ შემშჭუალულ ვართ
გულისთქუმათა ბოროტთა
და სოფლისა სიყუარულსა.
მიხსნენ მისგან, მხსნელო ჩუენო,
და შიშსა შენსა შემსჭუალენ ხორცნი ჩუენნი.
თიხაი და მტუერი ქუეყანისაი -
შვილად ღმრთისად ვიწოდე,
ხოლო მიმიზიდა გუარმან
ხორცთა ამათ მიწისაგანთამან
და ვითარცა ურჩმან შვილმან
განვიღე მე ნაწილი
შვილისა მისგან მართლისა
და განვვარდი და განვეშორე
მამასა ტკბილსა და მრავალმოწყალესა.
მე თვით განგეშორე, მამაო,
რამეთუ უძღებ ვიქმენ
და მივედ უბადრუკი
ქალაქსა მას შენგან უცხოქმნულსა,
და მუნ წარვაგენ ნიჭნი შენნი.
და საწყალობელ ვიქმენ
უფროის ყოველთა კაცთაისა,
ხოლო აწ სულთქუმით ვხმობ შენდამი:
„მამაო ტკბილო, წყალობა ყავ ჩემ ზედა“.
დედაი ქალწული და მშობ