მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

იოანე მინჩხი

 

მარხვანი

დიდი მარხვის მესამისა ოთხშაბათსა.

მწუხრი, უფალო ღაღატყავსა. სხუანი. ხმაი გ გუერდი.

ძლ. კაცთათვის კაც იჯმნ

 

მამისა ნიჭი წარვიღე
და წარვედ მოსწრაფედ შორად ქუეყანად
განვეშორე დამბადებელსა ჩემსა
და დავემონე უცხოთა,
ურწუნოთა უღმრთოთა მოქალაქეთა
და მუნ განვაბნიე ნიჭი იგი,
და მივეცი მე უძღებებითა
სიყმილსა მწარეს» –
სამართლად საქმეთაებრ ჩემთა
და ვხმობ შეურვებული,
საწყალობელად შეწუხებული:
„მსწრაფლ მეწიენ მე, ქრისტე, წყალობაი შენი!"

 

შეგცოდე, ტკბილო მამაო,
ვცოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა

და არღარა ღირს ვარ შვილებად შენდა,
რამეთუ თვით განვვარდი მე
ეზოთაგან შენთა წმიდათა, სახიერო,

და ვიარები მე ღორთა თანა

ღნიოშთა და მოსაწყინებელთა.

და მომკლავს სიყმილი

და კაეშანი ჭირთა მრავალთაი,
აწ შემიწყალე, მხსნელო,

ვითარცა მაქუს მე სასოებაი

სიტკბოებათა შენთა მიმართ, ღმერთო ჩემო.

 

ვიხილოთ სიმდაბლე ესე
უძღებისა მის შვილისაი გულითა.
და ლმობიერად სინანული მისი,

და ეგრეთვე შევინანნეთ

მრავალნი ჩუენნი ბოროტად შეცოდებანი,
შეუვრდეთ ცრემლითა და ვტიროდით
“წინაშე მეუფისა ჩეენისა

„და მარადის ვხმობდეთ:

მოგვიტევენ შეცოდებანი

მეოხებითა, ქრისტე,

მშობელისა შენისათა.
'და დიდებულთა მათ შენთა მოციქულთაითა!

 

ღმრთ. სანთელი იგი ზეცისა

 

სხუანი

ძლ. დაიძინა საფლავსა.


ვიღვიძებდეთ უწყინოდ
და ვილოცვიდეთ დღე და ღამე მარადის,
და ნუმცა მივექცევით.
ზრუნვასა საწუთროისა საქმეთასა,.

რაითა არაი დავჰხსნდეთ ჩუენ
სულიერსა მას ზრუნვასა სულთა ჩუენთასა,.
რამეთუ ვითარცა
სიზმარი ამაო არს
ყოველივე ზრუნვაი ხორციელი.

 

Iმოციქელთა უბრძანა,
ქრისტემან ლოცვაი დაუცადებელად.
და ჰრქუა მათ: „ილოცევდით,
რათა არა შეხვიდეთ გასნაცდელსა!“
რავდენ უფროის ჯერ-არს
ჩუენდა მის ლოცვაი და ვედრებაი ქრისტეს მიმართ,
რაითა თანა წარვჰხდეთ
ყოველთა განსაცდელთა
და საბრხეთა მათ ეშმაკისათა!

 

უკუეთუმცა ვიცოდეთ.
დღე იგი ჩუენისა მის აღსრულებისი -

არამცა გუეშინოდა

მარადღე სიკუდილისაგან ჩუენისა,

არმედ არაი ეწყით

ჟამი სიკუდილისა და ხორცთაგან განსლვისაი,
ამისთვისცა ჯერ-არს

ყოლადვე შიში ჩუენი

და მარადის ლოცვაი ღმრთისა მიმართ.

 

ღმრთ. სათნო-იყო მაღალმან