მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

იოანე მინჩხი

 

მარხვანი

დიდი მარხვის მესამისა კვირიაკესა.

(ცისკრად), ხმაი ა გუერდი.

ძლ. ქრისტეს მოწამენი ყოველთა

სიბრძნემან ღმრთისამან ინება
გარდამოსლვაი ზეცით ქუეყანად,

ჯერ – იჩინა დამკვდრებაი საშოსა
ქალწულისა უბიწოისასა

და მისგან

ხორციელ იქმნა უზეშთაეს სიტყვისა,
შეიმოსა მსგავსებაი ადამისი,
იმსგავსა ბუნებასა თვისსა
მოვლინებულმან ღმრთისა სამებისამან,
არსებით მიუწდომელმან,
ღმრთეებით

შეუწერელმან,

ბუნებით გამოუკულეველმან,
ხილულთა და უხილავთა
შემოქმედმან,

განუშორებელმან

სულისაგან თანაარსისა,

რომელი ჟამთა დაწყებასა
გამოვიდა პირისაგან მამისა –
საქმედ ცისა და ქუეყანისა,
ძალითა მით ძლიერითა

დაჰბადნა არაარსისაგან

ხილულნი და უხილავნი
კაცთმოყუარემან უფალმან.

 

სიბრძნე ღმრთისაი მოვიდა ზეცით
სიტყუაი ძლიერი და ხელმწიფე
და დიდისა ზრახვისა ანგელოზი
გამოჩნდა ხატითა ჩუენითა
ხატი და

თანაგანგებაი მამისაი,
საუკუნეთა იგი მთავარი,
იქმოდა სასწაულთა

ერსა შორის ჰურიათასა,
რომელი სხუამან არაივინ ქმნა:
აღადგინნა
მკუდარნი | ღმრთეებრ
სნეულებანი განკურნნა,

ხოლო ურწმუნონი იგი
მაცთურით ხადოდეს მას

და უკუანაისკნელ
ჯუარსა ზედა

დასაჯეს, ვიდრე სიკუდიდმდე
უღმრთოთა ერისმთავართა,
რომელსა აწ მეფენი

და მთავარნი შარავანდედნი
შიშით თაყუანის-სცემენ.
და ღმრთეებრ ადიდებენ
ყოველნი დაბადებულნი.

 

დიდსა მას დღესა ვნებისასა,
ოდეს ჯუარსა ზედა სტანჯვიდეს
მხსნელსა უვარისმყოფელნი მისნი,
მას ჟამსა უბიწონი ძალნი
ძლიერთა

ანგელოზთანი განკვირდეს

და ძრწოდეს ყოველნი ბუნებანი,
დღე ღამედ გარდაიქცა,

რამეთუ მზე მგლოვარე იქმნა
და დაბნელდა ნათელი მისი

და ეზოი იგი

ტაძრისაი მის

განიპო და კლდენი განსქდეს,
ხოლო საწყალობელთა მათ

ესე ვერ გულისკმა-ყვეს,
რამეთუ დაბრმეს

გონებითა
შურისაგან ბოროტისა

და წარწყმდეს ცხორებისაგან.
ჰოი სიბრმესა მას მათსა,

ესე ყოველი იხილეს

და არაი დასცხრეს ბოროტსა,
მოკლეს და დადვეს საფლავსა,
რომელი აღდგა ძლიერებით.

 

ვითარცა-რაი მზე ღრუბელთაგან,
სიჩრდოისა მისგან საფლავისა
გამოვიდა მაცხოვარი ჩუენი

და სირცხვლეულნი ივლტიან

პირისა

მისისაგან მტერნი მისნი,

უშჯულონი, ღმრთის შემკადრებელნი,
აწ დასცხრეს ხმანი მათნი,

რომელნი ხრიდეს თავთა მათთა

და ჰბასრობდეს ღმრთეებასა მისსა,

არამედ კუალად

განიზრახვენ

აღდგომისა დაფარვასა
და მცველთა საფლავისათა
აწურთიან ამაოსა,

ვითარმედ ღამე
წარიპარეს

მოწაფეთა გუამი მისი,
ვიდრე–იგი ჩუენ მეძინა,
არამედ ვერ დაფარნეს
რამეთუ ანგელოზი ღმრთისაი
ხმამაღლად ქადაგებდა

და ეტყოდა მაგდანელსა:
„ქრისტე აღდგა, გიხაროდენ!“

 

ხელითა მით უხილავითა
ედემს შინა დამბადა ღმერთმან

და შთაბერვით მომცა სული ცხოველი.
უკუდავ მყო მე უხრწნელებითა
ძლიერმან

და ხატსა თვისსა მსგავსებითა

უაღრეს მყო ანგელოზთასა,

ხოლო მაცთურმან ჩემმან

ესე ყოველი მსწრაფლ განმძარცუა,
რამეთუ ვისმინე ხმაი მისი

და გარდავჰხედ მე
მცნებასა მას
კეთილისმყოფელისასა

და მივიქეც მუნვე მიწად
ფრიად საწყალობელი,
არამედ კუალად

წყალობა ყო

და მიხსნა ხრწნილებისაგან
ანგელოზთა მეუფემან.
შევწიროთ მსხუერპლად მისა
სიწმიდე, მარხვაი და ლოცვაი,
რომელი სათნო არს მისსა
და მარადის ვადიდებდეთ
სახიერებათა მისთა.

 

მარხვაი კუერთხი ძლიერებისაი,
გვირგვინი მომგებელთა მისთაი,
საღმრთოი კიბე ცად აღმყვანებელი,
ანგელოზთა მოქალაქობაი,

სიწმიდე

სულთა და ხორცთა ჩუენთაი

და სასწაული ღმრთისმოყუარეთაი,
რომელმან სამნი ყრმანი
სახუმილისაგან განარინნა

და დანიელ მხეცთაგან იხსნა
და ელია

ეტლთა ზედა

ხორცითა ცად აღიყვანა

და რისხვისაგან მწარისა
ნინეველნი გამოიხსნნა ––

ესე არს შემწე

და მფარველი

მეფეთა და ხელმწიფეთაი,
რომელთა მიუღებიეს.
ქრისტეს მოსავნო ერნო,
ნუმცა ვართ მოწყინე მარხვასა,
რომელი ესევითართა
კეთილთა მომატყუებს ჩუენ
და აცხოვნებს სულთა ჩუენთა.

 

სიტყუაი ღმრთისაი გვიშვა ხორცითა
უქორწინებელმან დედამან
ხარებითა ანგელოზისაითა,
აწოებდა, ვითარცა ჩჩვილსა
მზრდელსა მას
ყოველთა ხორციელთასა,
რომელსა არაი უხმდა საზრდელი
და მკლავთა ზედა ეპყრა,
რომელსა უპყრიან ყოვლითურთ
ყოველნივე დაბადებულნი.

და ანგელოზთა
წესნი ძრწიან

ღმრთეებისა მისისაგან,
რომელი ცათა შინა

არაი ოდეს ეხილვა,

იხილეს მათ

ქუეყანასა ხატი|თა ადამისითა
და ზარგანხდილნი განკვირდეს,
არამედ ადიდებდეს

ჩუენთვის დამდაბლებასა მისსა
და აქებდეს ღმრთისმშობელსა,
რომელმან შვა წყალობაი

და ცხორებაი სულთა ჩუენთაი.


სხუანი. აქებდითსა

მიუწდომელ არს სიმდაბლე შენი
ქრისტე, სიტყუაო მამისაო,

რამეთუ გარეშეუწერელი

და უხორცოი ღმერთი განჰხორციელდი
ხსნისათვის დაბადებულთაისა,
რომელნი ხატად შენდა დაჰბადენ,
რაითა ღირს ჰყვნე მკვიდრყოფად
პირველთავე საშუებელთა.

 

ლბილ იყვნეს სიტყუანი შენნი, ქრისტე
და უფროის თაფლისა ტკბილ იყვნეს,
რამეთუ ჟამსა მას ვნებისასა
მავნებელთა მათთვის ილოცევდი,
ხოლო იგი განბოროტებულნი,
ვითარცა ისრის პირი განგესხმოდეს
და არწმუნეს პილატეს

ჯუარცუმაი შენი, მხსნელო ჩუენო.

 

ვითარცა ლომმან მიიძინა

ცხედარსა ზედა მიწისასა

და მიწასა შინა მდებარენი,

ვითარცა ძილისაგან აღადგინნა

და თვით აღდგა, ვითარცა ღმერთ არს
და დასცნა უვარისმყოფელნი მისნი
და ადიდნა მოსავნი
სახელისა მისისანი.

 

საკვირველ არიან განგებანი
სასწაულთა შენთანი, მხსნელო,
რამეთუ ზეცას მამისა თანა

არსებასა არაი დააკლდი,

საფლავსა შინა ხორცითა იყავ

და ჯოჯოხეთს შინა ღმრთეებრ იქმოდე
და ავაზაკისა თანა.

სამოთხეს იხილვებოდე.

 

ვეკრძალნეთ ამპარტავანებასა
და ნუმცა ვესავთ თავთა ჩუენთა,
ვითარცა იგი ფარისეველი,
რომელი დაეცა ზუაობისაგან
შიშით ღა სიმდაბლით ვიმარხვიდეთ
მარადის მოუწყინებელად
და მოვიღოთ ღმრთისაგან

საწადელი სულთა ჩუენთაი.

 

მარხვამან განდევნის კაცისაგან
სული იგი მოწყინებისაი,
რამეთუ აღუსუბუქნის ხორცნი
განყენებითა ჭამადთაითა,
ცნობისა სიბნელე განიოტის
და მოსცის სინათლე გონებასა
და გული ლმობიერ ყვის
შიშსა ღმრთისასა მარადის.

 

დიდებულსა და ყოლად ქებულსა
ადამეანთა სიხარულსა,

სოფლისა ზღუდესა და მფარველსა,
და ქრისტიანობისა ნათელსა,
სულთა ჩუენთა განმანათლებელსა
და წინაშე ღმრთისა სასოსა ჩუენსა
მარადის ვადიდებდეთ

წმიდასა მას დედოფალსა.


მარხვათა მესამესა კვირიაკესა. მოიხილესა,
ხმაი ა გუერდი

ძლ. იხარებდით წარ

ჯუარცუმასა მზე იგლოვდა
და დაფლვასა ცანი ძრწოდეს,
ხოლო ანგელოზნი

წმიდანი ზარგანხდილ იქმნნეს,
რამეთუ ღმრთად არაი იცნეს
ხორცთა მიზეზითა დრკუთა,
ბილწთა ჰურიათა

ღმრთისა სიტყუაი ჭეშმარიტი.

 

მწუხრსა იყო ტირილი
და ცისკარსა –– სიხარული
მისლვასა საფლავად

საღმრთოთა მათ დედათასა,

ეტყოდა რაი ანგელოზი:
„აღდგა უფალი მკუდრეთით“
და მსწრაფლ წარავლინნა
ხარებად მოციქულთა.

 

სიმხნით მარხვაი და ლოცვაი
და თანა სიწმიდე ხორცთაი
სათნო არს წინაშე
დამბადებელისა ღმრთისა.
და მარხვამან დიდ ყო მოსე
შორის ისრაელთა ერსა

და დასცნა მან მტერნი
საღმრთოისა ბანაკისანი.

 

შუენიერ არს სიმდაბლით
მარხვაი იგი სულიერი,
|არამედ ბოროტ არს
გულითა ამპარტავანითა
ზუაობით ღმრთისმსახურებაი
ფარისეველისაებრ,

ხოლო ჩუენ ვემსგავსნეთ
მეზუერისა სიმდაბლესა.

 

ღმრთ. ბუნებით ხ


მესამესა კვირიაკესა. მწუხრი. უფ, ღაღატყავსა. ხმაი ა
ძლ. ქრისტე კაცთმოყუარე

რაჟამს შემოქმედი

მოწყალე

ექმნა წყალობით თვისთა დაბადებულთა,

მაშინ სახიერმან თვისსა მხოლოდშობილსა
ძესა არა ჰრიდა,

რომელმან დაუტევნა ოთხმეოცდაათცხრამეტნი
იგი ცხოვარნი

და გარდამოხდა ძიებად შეცთომილისა

მის კაცისა

და მამასა მიჰგუარა.
მოშურნე მზაკუვარი

ჰგონებდა

დავიწყებად შენდა ქმნულსა შენსა,

ხოლო შენ აღგძრა თვისმან მოწყალებამან

და მოხუედ გამოხსნად

შეცთომილისა მის და ჯუარცუმაი დაითმინე
და ხელმწიფებით

შთაჰხედ ქუესკნელად და ჯოჯოხეთი შეჰმუსრე,
სახიერო

უფალო, დიდებაი შენდა.

 

ნიშსა ჯუარისასა

ევლტიან

მაცთურთა სულნი – მტერნი უკეთურნი
ჰაერთა შინა და შიშით ზარგანხდილნი
იდევნებიან და

მორწმუნენი განძლიერდებიან მის მიერ,
რამეთუ ესე

არს სასოი ჩუენი, ამის მიერ წარგვიმართე,
მაცხოვარო,

ლოცვაი და მარხვაი ჩუენი.

 

ღმრთ. დავითის ძირთაგან

მორჩი

კეთილი აღმოსცენდი, ღმრთისმშობელო
ყოვლად ქებულო, რომელმან გვიშევ ჩუენ
ყუავილი სულნელი,

რომელმან სულნელ ყვნა კიდენი სოფლისანი
მორწმუნეთათვის;

აწცა ნუ დასცხრები ოხად სულთა ჩუენთათვის,
რომელნი შენ

გალობასა შეგასხამ.

 

ღმრთ. რაჟამს მოილინა

 

 

ხმაი დ.
ძლ. მხნეონი


მე, ვითარცა ხე ზამთრისა
ფურცელ-დაცვივნებული, განვშიშულდი
მადლისაგან ღმრთისა, რომელი მომეცა,
რამეთუ ზუერსა ცოდვისასა
ვიუნჯებდ მარადის
და მოვაძაგე ღმერთსა
დამბადებელსა თავი ჩემი
და სირცხვილეული
აწ სულთქუმით ვევედრები
სახიერსა
ღმერთსა ძვირუხსენებელსა
და ვესავ წყალობასა მისსა.

 

არაი ღირს ვარ მე წარდგომად

წინაშე შენსა, მამაო,

არცა ჯერ-არს ლოცვაი ჩემი მართალთა თანა,
რამეთუ სავსე ვარ ცოდვითა

და არაიწმიდებითა

' და ვერ მკადრე ვარ ხმამაღლად

ვედრებასა შენდა მიმართ,

არამედ მდუმრიად
სულთქუმითა და ცრემლითა
გევედრები

ბრალთა ჩემთა შენდობასა
და ახოცასა ცოდვათასა.

 

უკუეთუ მსაჯული იგი

უწყალოი მოწყალე ექმნა

ქურივსა მას მარადის წყინებისა მისთვის,
რავდენ უფროის მოწყალე ღმერთი
სახიერ იქმნეს მათთვის,

რომელნი დღე და ღამე

უწყინოდ ევედრებიან,
და აწ ჩუენცა, ძმანო,

ვილოცვიდეთ მარადის
და ვითხოვდეთ
შენდობასა ცოდვათასა

და მის მიერსა წყალობასა.

 

ღმრთ. საღმრთოთა წერილთა

 

 

სხუანი. დ

ძლ. სატფურებისა დღესა


რომელნი შევეპყრენით
ბუნებითსა ძილსა ღამისასა,
აწ განღვძებულნი მოვივლტით, ქრისტე,
წადიერებით,
შიშით შენ წინაშე,
განაღვიძენი
დიდებად შენდა გონებანი ჩუენნი
და დააძინე გულისსიტყუათა ჩუენთა
ბილწთა, არა წმიდათა
და მოგუეც ჩუენ სიფრთხილე სათნოი.

 

შეგვწყალენ ჩუენ, ღმერთო,
დიდითა წყალობითა შენითა

და მრავლითა მაგით მოწყალებითა
ახოცენ ჩუენნი
უშჯულოებანი,
უგუნურებით

განმრავლებულნი უწესოებანი,
დაფარულნი და ცხადნი ცოდვისა ნივთნი
და წინამდებარენი

გარე-წარმხადენ, სახიერ.

 

თანაარსებით სწორი

მამისა და სულისა წმიდისაი
ცხორებისაგან უცხოქმნულთა ამათთვის
ცხორებად მოხუედ ––

ჩუენ წარწყმედულთათვის

და სიტკბოებით

მომიძიენი და თვით მიმიძეღუ მუნვე,
რომელსა-იგი შინა დაგებადენით.
გადიდებთ და გაკურთხევთ

და ვაქებთ სახელსა შენსა.

დაუთესველი ყანა

აღმომაცენებელად იფქლისა
დასაბამითგან არაი ხილულ არს,

არცა ქალწული

სიტყვით მიდგომილი,

უმამაკაცოდ

ძისა მშობელი და კუალად ქალწული,
ვითარ-ესე აწ შენგან ვიხილეთ, სძალო,
ყრმაი იშვა შენგან ღმერთი

და ქალწულად ჰგიე მარადის.

 

 

სხუანი. ხმაი ბ გუერდი

ძლ. ნაცვლად კეთილ

 

სახე გვიჩუენა

მხსნელმან მეზუერისაი მის

და ფარისეველისაი,

რომელთა-იგი ზოგად მI...1ღეს

სასუფეველი და ჯოჯოხეთი.

მეზუერემან სიმდაბლითა

მოიგო სამოთხე
' და ზუაობით –- ჯოჯოხეთი

ფარისეველმან.

თავმ... ბითა

ფარისეველი იგი

ზუაობით ილოცვიდა,

ხოლო ცოდვილი იგი მეზუერე
მკერდსა იცემდა თავდადრეკილი
და სულთქუმით მწარედ ტიროდა
და ესრეთ იტყოდა:

„ღმერთო ჩემო, შემიწყალე
ცოდვილი ესე“.

აწ დავიმდაბლნეთ

მარხვითა ღა ლოცვითა

თავნი ჩუენნი კეთილად,
აწ განვეშორნეთ ბოროტისაგან

და შევცვივეთ ჩუინ ქრისტეს...სა,

რამეთუ ვეწყლით მხსნელსა

მიწად შთამავალნი

და არა სთნავს უნანელთა

სიკუდილი ჩუენი.

არაი თუ ვითარ შენ

ღირს ხარ, ღმრთისმშობელო,

და ეგრეთმცა გადიდეთ,

არამედ ეგოდენ შემძლებელ ვართ
ცნობათა ჩუენთა უძლურებითა.
იხილე ჩუენი შენდამი
სიყუარული მტკიცე

და მარადის მეოხ გუეყავ

სულთა ჩუენთათვის.