მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

პ ო ე ზ ი ა

 

ია ნანეიშვილი

 

მამაო გაბრიელ

 

მამაო გაბრიელ, წყალობით უფლისა,
მიწამლე, ჩემს გულში თუ რამე წყლულია.
ოდესმე თუ სადმე წაქცეულს მიპოვნი,
მიშველე, რადგანაც სიცოცხლე მწყურია.


მამაო გაბრიელ, უფალთან დამლოცე,
მიხსენი, ცხოვრება ძალიან რთულია.
გისმენ და ვედრებით შეგთხოვ, დამმოძღვრე,
ვიცი,რომ მთავარი ცად სიყვარულია.


მტრითაც და მოყვრითაც ღირსებით მატარე,
სინათლე მომეცი, უკუნით ღამეში.
ხანდახან ვტყუივარ, ხანდახან ვტყუვდები,
ხანდახან ტკივილს ვგრძნობ აქ, გულის არეში.


დამლოცე წმინდაო, მომგვარე საშველი,
რომ ნებით უფლისა სხეული განვკურნო.
ყოველ დღე შენს ხატს რომ ვუყურებ სახეში,
მინდა რომ დამლოცო, სიმშვიდე მარგუნო.


რომ აღარ ავენთო ეშმაკის ხრიკებზე,
რომ გული საჯიჯგნად არ მივცე ყვავ-ყორნებს.
რომ აღარ დავგორდე ცხოვრების კიბეზე,
ვიცი რომ ღვთის ნებას ვერავინ აყოვნებს.


მომეცი იმედი რომელიც მჭირდება,
რამდენად მჭირდება, ხომ იცი მამაო.
მე მჯერა სიკეთის, უფალი რომ ქვია,
გარეშე რომლისაც გაქრება სამყარო...