მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

პ ო ე ზ ი ა

 

ია ნანეიშვილი

 

დედა

 

დედა დაბერდება, მზერა აემღვრევა,
ალბათ იბორძიკებს დრო და დრო.
გულზე დაიფინე მისი ხელისგული,

თორემ გეტკინება, მოვა დრო.

 

სადღაც ღრმა წარსულში ფეხი დაგცდენია?!
დედამ სულის ბერვით გიწამლა.
შენი თვალის შუქი, შენი გაღიმება,

ხატის თანასწორად იწამა.

 

ხელი არ გაუშვა, გზას თუ ვერ გაიკვლევს,
მისი სიბერის ნუ შეგრცხვება.
ყველა მოგონებას, მთლად რომ გაითელოს,

დედის სურნელება შერჩება.

 

იქნებ ვერ გაიგოს ერთხელ დაძახება,
ასაკს ასეთები ჩვევია.
გულში არ გაივლო წამით გაბრაზება,

ეს ხომ, მხოლოდ დედა შენია!

 

ქარის სისწრაფეა დროში ჩაქსოვილი,
ჩვენ კი სამუდამო გვგონია.
ალბათ, არც იმდენჯერ გვითქვამს "მიყვარხარო",-

თუმცა უთვალავჯერ გვდომნია.

 

ხელის ცეცებით თუ კედელს გაუყვება,
შვილი ყავარჯნადაც ივარგებს.
ვისაც დედის ფასი კარგად ესმის,

აუგს არასოდეს იკადრებს.

 

"კარგი შვილი დედის ვარდიაო"-
ამას ანდაზაც არ სჭირდება.
ჰო და გავახაროთ, გული ავუყვავოთ,
ეს არ დავივიწყოთ შვილებმა!