მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

პ ო ე ზ ი ა

 

მამა გიორგი თევდორაშვილი

 

ზამთარი მობრძანდება

 

გვინდა თუ არ გვინდა ზამთარი მობრძანდება,
სუსხის და ყინვების ფიფქებით მოვანება,
იწყება წარსულის ფიქრებით მონატრება,
სევდისგან თვალებზე ცრემლი რომ მოგადგება.

დღე იკლებს წუთებში, წამებში მოღამდება,
სინათლე მცირდება, სიბნელე ყოჩაღდება,
ბევრია ამ დროში დარდების მოლანდება,
ბოღმასაც ვერ ამხელ, ყელში რომ მოგაწვება.


01.11.24



ლია ვახტანგიშვილის მინაწერი:


ზამთარმა გვასწავლა მზის სხივის მონატრება..
კარს გადაუკეტავთ? როს ზღრუბლზე მოგვადგება?..
ვერა, ძალა არ გვაქვს, ისე მოგვასკდება..
იქნებ და რამეზე დაგვაფიქროს სუსხიან მონაბერმა..

ერთია-ქათქათა ფიფქებს მოაქვს ჩვენთვის შვება..
მკაცრია ზამთარი, დარდი მოდის-ლღვება..
ისე ვით ყინულები კრისტალდება, მერე დნება..
და თბილი ბინაც ამ დროს მეგობარი ხდება..

ვიღაცა იბადება და ვიღაცა ისევ კვდება..
გვგონია ხეები სუყველა ერთ დღეს ხმება
მაგრამ, ამ ზამთარს ისევ გაზაფხული ხვდება
ვიღაცა ლექსს "კითხულობს" და ვიღაცა მის "აზრს წვდება"