ვინა ხარ, სად ხარ, საიდან ხარ, აბა დაფიქრდი,
კარგად შეხედე საკუთარ თავს, როგორ გაბრიყვდი,
სინდისი თურმე შეგრჩენია, რახან გაწითლდი,
თუ ვერ გამიგებ, გულში იტყვი: "ხომ არ გაგიჟდი?"
რა ვქნა, მღვდელი ვარ, ადამიანს ძლიერ განვიცდი,
მეტი რა გითხრა, საჩქაროა, ვეღარ დაგიცდი,
მალე მოკვდები, უფრო მეტად თუკი გაცივდი,
ნუთუ, ვერ ხედავ, უმოქმედოდ უშნოდ გასივდი.